ტურიზმის შესახებ

მუხლი 42. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

სანდრო სარუხანიშვილისალომე კობერიძე

1.მომხმარებელს უფლება აქვს, გავიდეს დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვის ან გაცვლის ხელშეკრულებიდან 14 კალენდარულ დღეში ყოველგვარი განმარტების გარეშე.

2.ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა აითვლება: ა) ხელშეკრულების დადების დღიდან; ბ) იმ დღიდან, როდესაც მომხმარებელი მიიღებს ხელშეკრულებას, თუ ეს დღე დგება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თარიღზე გვიან.

3.ხელშეკრულების ვადა იწურება: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დღიდან 1 წლისა და 14 კალენდარული დღის შემდეგ, თუ მოვაჭრემ არ შეავსო და მომხმარებელს წერილობით, მატერიალური ფორმით ან სხვა ხანგამძლე მატარებლის მეშვეობით არ გადასცა ხელშეკრულებიდან გასვლის სტანდარტული ფორმა ამ კანონის 41-ე მუხლის მე-5−მე-7 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად; ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დღიდან 3 თვისა და 14 კალენდარული დღის შემდეგ, თუ ამ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს არ მიეწოდა წერილობით ან სხვა ხანგამძლე მატარებლის მეშვეობით სტანდარტული საინფორმაციო ფორმის შესაბამისად.

4.თუ ამ კანონის 39-ე მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულებიდან გასვლის სტანდარტული ფორმა მოვაჭრემ შეავსო წერილობით ან სხვა ხანგამძლე მატარებლის მეშვეობით და მომხმარებელს გადასცა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დღიდან 1 წლის განმავლობაში, ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ათვლა დაიწყება მომხმარებლის მიერ აღნიშნული ფორმის მიღების დღიდან.

5.თუ ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდა წერილობით ან სხვა ხანგამძლე მატარებლის მეშვეობით სტანდარტული საინფორმაციო ფორმის შესაბამისად ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დღიდან 3 თვის განმავლობაში, ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ათვლა დაიწყება მომხმარებლის მიერ ამ ინფორმაციის მიღების დღიდან.

6.თუ მომხმარებელს გაცვლისა და დროის განაწილების ხელშეკრულებებს ერთდროულად სთავაზობენ, ორივე ხელშეკრულებასთან მიმართებით გამოიყენება ხელშეკრულებიდან გასვლის მხოლოდ ერთი ვადა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. ორივე ხელშეკრულებისთვის ხელშეკრულებიდან გასვლის ვადა უნდა გამოითვალოს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების მიხედვით.

7.თუ მომხმარებელი განიზრახავს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებას, მან მოვაჭრეს ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ამოწურვამდე  წერილობით უნდა აცნობოს  თავისი გადაწყვეტილების შესახებ. მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს ხელშეკრულებიდან გასვლის სტანდარტული ფორმა, რომელსაც უზრუნველყოფს მოვაჭრე ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად. ბოლო ვადა დაცულია იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინება გაიგზავნება ხელშეკრულებიდან გასვლის ვადის ამოწურვამდე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სანდრო სარუხანიშვილი

სანდრო სარუხანიშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
356612871244810¹131874139464542
მითითებამნიშვნელობით ახლოსტურიზმის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…მომხმარებლის უფლებების…ფინანსური ორგანიზაციებ…უცხოელთა და მოქალაქეობ…ბუნებრივი გაზის მიწოდე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა