“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 394

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ ერთი პირი არის რამდენიმე მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლე, რომელსაც აქვს ცალკეული მომიჯნავე ადგილები ერთ ან რამდენიმე სადგურთან, მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებები, როგორც წესი, იდება ცალ-ცალკე, თითოეულ მომიჯნავე მისასვლელ ლიანდაგზე, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ ერთიანი ხელშეკრულების დადებაზე.

2.ვაგონების მიწოდებისა და გამოყვანის პირობები‚ აგრეთვე ვაგონების ბრუნვის ტექნოლოგიური ვადა განისაზღვრება ამ წესებით, საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებითა და მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციის ხელშეკრულებით.

3.სამართლებრივი ურთიერთობა კონტრჰაგენტსა და მისასვლელი ლიანდაგის მოსარგებლეს შორის რეგულირდება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31308105³19580⁷3953933924027 (დ…394
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო საზღვრის რე…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა