“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 416

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვისას კომერციული აქტის პირველ ეგზემპლარს დაერთვის სათანადოდ დამოწმებული ხარისხის სერტიფიკატი ან ხარისხის მოწმობის ასლი‚ რომელიც შედგენილია სადგურის უფლებამოსილი მუშაკის მიერ დედანი დოკუმენტის საფუძველზე, მისი გვარ-სახელისა და თანამდებობის მითითებით.

2.თუ კომერციული აქტი დგება იმ მალფუჭებადი ტვირთის გაფუჭების თაობაზე‚ რომელიც გადაიზიდება მომსახურე ბრიგადის თანხლებით სარეფრიჟერატორო სექციებში‚ კონტეინერებში ან ენდოკრინული ნედლეულის გადამზიდ ავტონომიურ სარეფრიჟერატორო ვაგონებში, კომერციული აქტის პირველ ეგზემპლარს დაერთვის ამონაწერი ვუ-85 ფორმის სამუშაო ჟურნალიდან გზაში ტემპერატურული რეჟიმის თაობაზე‚ რომელსაც ხელს აწერს სარეფრიჟერატორო სექციის‚ კონტეინერის‚ ენდოკრინული ნედლეულის გადამზიდი ავტონომიური სარეფრიჟერატორო ვაგონის მომსახურე ბრიგადის ხელმძღვანელი. ამონაწერი დამოწმებული უნდა იყოს სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით და გადმოტვირთვის სადგურის ბეჭდით, ამ მუშაკის გვარ-სახელისა და თანამდებობის მითითებით. ამ შემთხვევაში‚ კომერციულ აქტში აღინიშნება სარეფრიჟერატორო სექციის‚ კონტეინერის‚ ენდოკრინული ნედლეულის გადამზიდი ავტონომიური სარეფრიჟერატორო ვაგონის გადმოტვირთვის წინ არსებული ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელობა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
521936312116167668768420821141731416
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსიადამიანის ორგანოთა გად…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა