“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 415

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კომერციული აქტი დგება: ა) თუ ტვირთი გადმოიტვირთა საერთო სარგებლობის ადგილებში – გადმოტვირთვის დღეს‚ ხოლო სხვა შემთხვევებში – ტვირთმიმღებისთვის ტვირთის გადაცემის დღეს; ბ) თუ ტვირთი გადმოიტვირთა არასაერთო სარგებლობის ადგილებში – გადმოტვირთვის დღეს. ამ შემთხვევაში ტვირთი უნდა შემოწმდეს მისი ჩამოტვირთვის პროცესში ან უშუალოდ ჩამოტვირთვის შემდეგ; გ) სვლის გზაზე – იმ გარემოების გამოვლენის დღეს‚ რომელიც კომერციული აქტით უნდა გაფორმდეს.

2.თუ ამ მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში კომერციული აქტის შედგენა შეუძლებელია, მაშინ იგი უნდა შედგეს მომდევნო 24 საათის განმავლობაში.

3.მონაცემები კომერციულ აქტში აღინიშნება გადაზიდვის დოკუმენტების‚ სავაგონო და სასაქონლო სასწორებზე ტვირთის ხელახალი აწონვის დავთრებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე‚ რომელთა მიხედვით მოხდა ტვირთის შედარება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52163636889314144254232942675756¹ (…415
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საზღვაო კოდექსისაქართველოს შრომის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა