1.თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, კომერციული აქტი შეიძლება შედგეს ასევე ელექტრონული სახით, ასეთ შემთხვევაში, კომერციული აქტის მონაცემების საფუძველზე, ელექტრონულ ზედნადებში კეთდება შესაბამისი აღნიშვნები.
2.გაგზავნისა და გზად მდებარე სადგურებში შედგენილი ელექტრონული კომერციული აქტები თან დაერთვის ელექტრონულ ზედნადებს.
3.ერთიანი ელექტრონული სისტემიდან ამობეჭდილ ელექტრონულ კომერციულ აქტს აქვს ელექტრონული კომერციული აქტის იდენტური იურიდიული ძალა „ ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 13 ივლისის ბრძანერბა №1-1/298 - ვებგვერდი, 13.07.2017 წ.

