“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 430

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ სადგურის ან დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის უფლებამოსილი პირი უარს აცხადებს კომერციული აქტის შედგენაზე ან დადგენილი წესით გაფორმებაზე, ტვირთმიმღებს უფლება აქვს‚ ამის თაობაზე წერილობით განუცხადოს რკინიგზის სატვირთო და კომერციული მუშაობის სამსახურის უფლებამოსილ პირს. აღნიშნული განცხადება ადრესატს გადაეცემა უშუალოდ, ან სადგურის ანდა დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

2.განცხადება ტარდება რეგისტრაციაში რკინიგზის სატვირთო და კომერციული მუშაობის სამსახურში და მასზე აღინიშნება განცხადების წარდგენის თარიღი და დრო‚ აგრეთვე იმ პირის თანამდებობა და გვარ-სახელი‚ რომელმაც განცხადება ჩაიბარა. იგივე მონაცემები უნდა აღინიშნოს ტვირთმიმღებისთვის მიცემულ ხელწერილში‚ როდესაც განცხადების გადაცემა ხდება სადგურის ან დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

3.თუ რკინიგზის სატვირთო და კომერციული მუშაობის სამსახურის უფლებამოსილი პირი უარს აცხადებს კომერციული აქტის შედგენაზე ან დადგენილი წესით გაფორმებაზე‚ იგი ვალდებულია, მალფუჭებადი ტვირთის მიმართ – განცხადების მიღებიდან ერთი დღის, ხოლო სხვა ტვირთის მიმართ – სამი დღის განმავლობაში, აცნობოს ტვირთმიმღებს უარის მიზეზი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2616523661506836897069356429414430
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა