“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 356

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ ტვირთმიმღები თავს არიდებს ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების საფასურის გადახდას‚ რკინიგზას უფლება აქვს‚ დააკავოს ტვირთი და ამის თაობაზე წერილობით შეატყობინოს ტვირთმიმღებს‚ რომელმაც შეტყობინების მიღებიდან 4 დღის განმავლობაში უნდა დაფაროს დავალიანება. თუ ამ ვადაში ტვირთმიმღები არ მიიღებს ზომებს ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების საფასურის გადასახდელად‚ ხოლო ტვირთგამგზავნი არ განკარგავს ტვირთს‚ რკინიგზას უფლება აქვს‚ მოახდინოს დაკავებული ტვირთის რეალიზაცია (თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული)‚ გარდა: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბრუნვიდან ამოღებული ან ბრუნვაშეზღუდული ტვირთისა; ბ) სპეციალური‚ მათ შორის სამხედრო დანიშნულების ტვირთისა‚ რომელიც განკუთვნილია სახელმწიფო და თავდაცვითი საჭიროების დასაკმაყოფილებლად; გ) ტვირთისა‚ რომლის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების საფასურის გადახდა ხდება დანიშნულების სადგურში‚ 2. საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის რეალიზაციას რკინიგზა ახორციელებს იმ საბაჟო ორგანოს ნებართვით‚ რომლის საქმიანობის რეგიონშიც იმყოფება სადგური.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
262971536896816847069353352362356
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა