Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებმუხლი 20 (დანართი 1)

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

მუხლი 20 (დანართი 1). ინსპექტირების აქტი

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹45678910111213

1.რეგულირების ობიექტის (გარდა სატრანსპორტო, მათ შორის, მცურავი საშუალებების) დათვალიერების დამთავრების შემდეგ დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია შეადგინოს ინსპექტირების შესაბამისი აქტი (დანართი №3), რომელშიც აისახება დათვალიერებისას განხორციელებული ქმედებების შედეგები.

2.სატრანსპორტო, მათ შორის, მცურავი საშუალების დათვალიერების დამთავრების შემდეგ, თუ დათვალიერების შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ გამოვლინდა ან ადგილზე არ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი/საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ან სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ვალდებულია, შეადგინოს სატრანსპორტო, მათ შორის, მცურავი  საშუალების დათვალიერების აქტი (დანართი №8), რომელშიც აისახება დათვალიერებისას მოპოვებული ინფორმაცია და განხორციელებული ქმედებები. დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ შედგენილი სატრანსპორტო, მათ შორის, მცურავი საშუალების დათვალიერების აქტი დადგენილი წესით წარედგინება შესაბამისი სამსახურის/სამმართველოს უფროსს.

3.რეგულირების ობიექტის შემოწმება დასრულებულად მიიჩნევა ინსპექტირების შესახებ შემოწმების აქტის (დანართი №4) შედგენით, რომელსაც უზრუნველყოფს შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი. ინსპექტირების შესახებ შემოწმების აქტში აისახება შემოწმებისას განხორციელებული ქმედებები, შემოწმების შედეგები და გამოვლენილი დარღვევები. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელს შეჩერებული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება ან შემოწმების აქტის შედგენამდე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, შემოწმების აქტის შედგენას უზრუნველყოფს შემოწმების ჯგუფის შემადგენლობაში მყოფი ინსპექტირების განმახორციელებელი ნებისმიერი პირი.

3¹.რეგულირების ობიექტის შემოწმების დასრულების შემდეგ შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი ვალდებულია, მოამზადოს შემოწმების ანგარიში, რომელიც, დადგენილი წესით, წარედგინება დეპარტამენტის უფროსს. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელს შეჩერებული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება ან შემოწმების ანგარიშის შედგენამდე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, შემოწმების ანგარიშის მომზადებას უზრუნველყოფს შემოწმების ჯგუფის შემადგენლობაში მყოფი ინსპექტირების განმახორციელებელი ნებისმიერი პირი.

4.თუ ინსპექტირების აქტში ფიქსირდება ინსპექტირების პროცესში მონაწილე სხვა სუბიექტების დასკვნებიც, აღნიშნული დასკვნები თან ერთვის ინსპექტირების აქტს.

5.რეგულირების ობიექტის წარმომადგენელს ბარდება ინსპექტირების აქტის მეორე ეგზემპლარი.

6.რეგულირების ობიექტის მხრიდან ინსპექტირების აქტის მიღებაზე (ხელმოწერაზე) უარის თქმის შემთხვევაში ინსპექტირების აქტში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. რეგულირების ობიექტის წარმომადგენელს უფლება აქვს წარადგინოს აქტისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები აქტის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერასა და გაცნობაზე უარის თქმის მოტივები.

7.ინსპექტირების აქტის გაცნობაზე ან ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ინსპექტირების აქტი ეგზავნება რეგულირების ობიექტს, რის თაობაზეც საქმეში კეთდება სათანადო ჩანაწერი ან გამოიყენება ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ნორმები.

8.რეგულირების ობიექტის წარმომადგენლის მიერ შესაბამისი ინსპექტირების აქტის გაცნობაზე ან ხელმოწერაზე უარი არ აჩერებს შემდგომი პროცედურების განხორციელებას.

9.ინსპექტირების ხასიათიდან, მოცულობიდან და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ინსპექტირების პროცესში განხორციელებული ქმედებების, ინსპექტირების შედეგების, მოპოვებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების, მასში მონაწილე პირთა და სხვა საჭირო ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით შესაძლებელია დეპარტამენტის უფლებამოსილმა საჯარო მოსამსახურემ შეადგინოს საველე აქტი, რომელიც შემოწმების დასრულების შემდეგ აისახება ინსპექტირების შესაბამის აქტში, დაერთვის მას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

10.საველე აქტი შესაძლებელია შედგეს რეგულირების ობიექტების დათვალიერებისას ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე, როდესაც დამრღვევი უცნობია ან სხვა შემთხვევებში მოპოვებული მტკიცებულების, მასში მონაწილე პირთა და სხვა საჭირო ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით.

11.თუ დეპარტამენტის მიერ რეგულირების ობიექტისთვის ან რეგულირების ობიექტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის დეპარტამენტის წერილის, შემოწმების შესახებ სამართლებრივი აქტის, ინსპექტირების აქტის, ადმინისტრაციული მიწერილობის ჩაბარება (გაცნობა) ვერ ხერხდება ან იგი უარს აცხადებს ჩაბარებაზე, ჩაბარებად (გაცნობად) ჩაითვლება აღნიშნული დოკუმენტების გაგზავნა რეგულირების ობიექტის ან მისი უფლებამოსილი პირის საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე, აგრეთვე ჩაბარებად (გაცნობად) ჩაითვლება დოკუმენტების განთავსება დეპარტამენტის წერილში, შესაბამის სამართლებრივ აქტში, ინსპექტირების აქტში ან ადმინისტრაციულ მიწერილობაში მითითებული რეგულირების ობიექტის ტერიტორიის თვალსაჩინო ადგილზე ან ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაზე (https://nam.rs.ge/) რეგულირების ობიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობისთანავე. ამ პუნქტის მიზნებისათვის, თვალსაჩინო ადგილად მიიჩნევა: ა) რეგულირების ობიექტის იურიდიული მისამართი; ბ) რეგულირების ობიექტის საინფორმაციო დაფა; გ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის დროებით ან მუდმივად განთავსებული შენობა; დ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიის შემომფარგვლელი ღობე.

12.შემოწმების შესახებ ინსპექტირების ანგარიში საქმიანობის განმახორციელებელს წარედგინება ინსპექტირების დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვის ვადაში.

13.რეგულირების ობიექტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/ ანგარიშის კამერალური შესწავლა/ანალიზი შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს როგორც შემოწმების ან დათვალიერების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების, ისე შესაბამისი რეაგირების ზომების მისაღებად. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 თებერვლის დადგენილება №95 - ვებგვერდი, 22.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 ივლისის დადგენილება №357 - ვებგვერდი, 10.07.2018წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №454 – ვებგვერდი, 09.09.2021წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის დადგენილება №95 - ვებგვერდი, 02.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 2026 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 19 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 21 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 აპრ. 2026 · №15

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 22 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 11 (დანართი 1)რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები
  • 21 (დანართი 1)რეგულირების ობიექტების ინსპექტირების შედეგები
  • 10 (დანართი 1)ინსპექტირების განხორციელების სამართლებრივი ფორმა

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 7ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

  • 2 (დანართი 1)

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 268საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 19ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები
  • 21ინსპექტირების ორგანო და მისი უფლება-მოვალეობები
  • 13¹²ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 13ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება და დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 33ობიექტის დათვალიერება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ

  • 7¹ (დანართი 1)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
137268192113¹²2 (და…22 (დ…11 (დ…21 (დ…10 (დ…7¹ (დ…3320 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს გარემოს და…ტექნიკური საფრთხის კონ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საგადასახა…პროდუქტის უსაფრთხოების…დანაშაულის პრევენციის,…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026