“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 449

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ვაგონის დაზიანების აქტს ადგენს ვაგონის მსინჯველი ან სავაგონო დეპოს ოსტატი ტვირთგამგზავნის‚ ტვირთმიმღების ან ვაგონის დამზიანებელი სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასწრებით‚ ხოლო ვაგონის მსინჯველის ან სავაგონო დეპოს ოსტატის არყოფნისას – სადგურის უფროსი ან რკინიგზის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი.

2.თუ ვაგონი დაზიანდა შეჯახების ან რელსიდან გადმოსვლის შედეგად‚ მაშინ ვაგონის დაზიანების აქტი დგება რკინიგზის მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების მთავარი რევიზორის ან რკინიგზის სავაგონო დეპოს რევიზორის თანდასწრებით 3. სარეფრეჟირატორო სექციის ვაგონის‚ ავტონომიური სარეფრეჟირატორო ვაგონის ან მათი სპეციალური მოწყობილობის დაზიანებისას‚ ვაგონის დაზიანების აქტს, რკინიგზის უსაფრთხოების მთავარ რევიზორთან და სარეფრეჟირატორო სექციის‚ ავტონომიური სარეფრეჟირატორო ვაგონის მომსახურე ბრიგადის ხელმძღვანელთან ერთად, ადგენს იმ სავაგონო დეპოს უფლებამოსილი პირი, რომლის უბანზეც მოხდა დაზიანება.

4.ვაგონის დაზიანების აქტს ხელს აწერს მის შედგენაში მონაწილე პირი და იგი მოწმდება ბეჭდით.

5.თუ ტვირთგამგზავნი‚ ტვირთმიმღები ან სხვა ვალდებული პირი უარს აცხადებს ან თავს არიდებს ვაგონის დაზიანების აქტის ხელმოწერაზე‚ მაშინ უნდა შედგეს საერთო ფორმის აქტი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5145522111723634554514529 (და…20 (დ…9449
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს გარემოს და…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ტერიტორიაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა