“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 460

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პრეტენზია ტვირთის დაკარგვის‚ დანაკლისის‚ დაზიანების (გაფუჭების) გამო წაყენებული უნდა იქნეს თითოეულ გზავნილზე ცალ-ცალკე.

2.თუ ერთი ტვირთგამგზავნის მიერ, ერთი გაგზავნის სადგურიდან ერთი დანიშნულების სადგურის მიმართულებით და ერთი ტვირთგამგზავნის მისამართით დატვირთულია ერთგვაროვანი ტვირთი, დასაშვებია ერთი პრეტენზიის წარდგენა იმ გზავნილთა ჯგუფზე‚ რომელზეც შედგა ერთი კომერციული აქტი.

3.დასაშვებია ერთი პრეტენზიის წარდგენა სამარშრუტო ან ჯგუფური გზავნილებით გადაზიდულ ტვირთზე, კომერციულ აქტში აღნიშნული ვაგონების რაოდენობის მიხედვით.

4.აკრძალულია ერთი პრეტენზიის წარდგენა გზავნილთა ჯგუფზე ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვისას‚ თუ ეს ტვირთი გადაიზიდა ტვირთგადაცლის სხვადასხვა პუნქტის გავლით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
535455364366365703698704462459129460
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსი“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა