“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 461

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პრეტენზიაში უნდა აღინიშნოს: ა) მისი წაყენების საფუძველი; ბ) საპრეტენზიო თანხა, ყოველი ცალკეული მოთხოვნისა და დოკუმენტის მიხედვით; გ) პრეტენზიის წარმდგენის ზუსტი იურიდიული მისამართი, ხოლო, თუ ის ფიზიკური პირია, ასევე პიროვნების დამადასტურებელი საბუთის მონაცემები; დ) მხარეთა საბანკო რეკვიზიტები; ე) პრეტენზიაზე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი.

2.პრეტენზიას ხელს აწერს ტვირთგამგზავნი‚ ტვირთმიმღები ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენელი.

3.თუ პრეტენზია წარდგენილია ტვირთზე, რომელიც გადაიზიდა ელექტრონული ზედნადებით, საპრეტენზიო განაცხადის და მასზე თანდართული დოკუმენტების წარდგენა უნდა განხორციელდეს ამ წესების შესაბამისად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 13 ივლისის ბრძანერბა №1-1/298 - ვებგვერდი, 13.07.2017 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
54535536836436667446346246517 (დ…58461
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საზღვაო კოდექსისაქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…გადასახადების ადმინისტ…უძრავ ნივთებზე უფლებათ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა