1.ცემენტის , კირიანი და დაყრით გადასაზიდი სხვა მასალის გადმოტვირთის შემდეგ გამოთავისუფლებული ცარიელი ცისტერნების , ჰოპერ - ცემენტმზიდების , მინერალმზიდების , მარცვლეულმზიდების , აპატიტმზიდების , გუნდამზიდების , ცივგლინული ფოლადის გადასაზიდად განკუთვნილი ბაქნების , მსუბუქი ავტომობილების გადასაზიდად განკუთვნილი დახურული ვაგონების , მსუბუქი ავტომობილების გადასაზიდი ორიარუსიანი ბაქნების , მთლიანლითონის სატვირთო ვაგონების , ტრანსპორტერების , ნახევარვაგონების , ბაქნების და დახურული ვაგონების გადაზიდვა ფორმდება გუ -27- სპ ფორმის გადაგზავნის ზედნადებით .
2.ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ჩასასხმელ პუნქტებში მიმავალი რკინიგზის ცარიელი ცისტერნების , ბუნკერული ნახევარვაგონების გადაზიდვა მისი დავალებით ფორმდება : ა ) გუ -27- დს ფორმის გადაგზავნის ზედნადებით – ღია ნავთობპროდუქტებისგან დაცლილი ცარიელი ცისტერნების გადაზიდვისას ; ბ ) გუ -27- დტ ფორმის გადაგზავნის ზედნადებით – ცარიელი ბუნკერული ნახევარვაგონებისა და მუქი ნავთობპროდუქტებისგან დაცლილი ცისტერნების გადაზიდვისას .
3.ტვირთმიმღების მიერ გადაგზავნის ზედნადები შეივსება თითოეული დაცლილი ვაგონის მიხედვით და წარედგინება სადგურს გადმოტვირთვის ( ჩამოსხმის ) შესახებ შეტყობინებასთან ერთად . გადაგზავნის ზედნადების წარუდგენლად სადგურის მიერ ვაგონები არ მიიღება .
4.ტვირთმიმღები აგრეთვე ვალდებულია , მის მიერ გადმოტვირთულ თითოეულ ვაგონზე შეავსოს გადაგზავნის ზედნადების ყუა , რომელიც რჩება ცარიელი ვაგონის გაგზავნის სადგურში .
5.ტვირთმიმღებისაგან გადაგზავნის ზედნადების მიღების შემდეგ სადგური ვალდებულია , შეამოწმოს მისი შევსების სისწორე , აგრეთვე ტვირთმიმღების ხელმოწერისა და შტემპელის არსებობა ვაგონის გადმოტვირთვისა ( გადმოსხმის ) და დაწმენდა - დასუფთავების გრაფაში .
6.საჯარისო ნაწილების მიერ ტვირთისგან დაცლილი ცარიელი ვაგონების გადაგზავნის ზედნადებში ტვირთმიმღები არ მიუთითებს გადმომტვირთველი ( ჩამომსხმელი ) პირის მონაცემებს და ტვირთის მიმღების წარმომადგენლის თანამდებობას , აგრეთვე არტყამს ბეჭედსა და შტემპელს .
7.თუ ვაგონი არასრულად არის გადმოტვირთული , არ არის დაწმენდილი - დასუფთავებული და გამოუსადეგარია შემდგომი დატვირთვისათვის , ვაგონის ხელახალი დატვირთვის სადგურზე შეივსება გადაგზავნის ზედნადების უკანა მხარე , რომელიც შეიცავს მოსული ვაგონების დათვალიერების მონაცემებს .
8.გადაგზავნის ზედნადების ყველა ფორმას აქვს სასტამბო ნუმერაცია და შედგება ზედნადებისა და ზედნადების ყუისგან . გადაგზავნის ზედნადები გადაზიდვისას თან ახლავს ცარიელ ვაგონს , ხოლო ამ ზედნადების ყუა რჩება გადმოტვირთვის ( ჩამოსხმის ) და ცარიელი ვაგონის გაგზავნის სადგურს . თავი VI ტვირთის მიტანის ვადის გამოთვლის წესი

