“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 81

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ღია მოძრავ შემადგენლობაზე გადასაზიდი ტვირთის ნუსხით განსაზღვრული ტვირთის წვრილმანი ფრაქციებით გადაზიდვის შესაძლებლობას ადგენს ტვირთგამგზავნი.

2.წვრილმანი ფრაქციების შემცველი ტვირთის დატვირთვამდე ტვირთგამგზავნი მოვალეა, დარწმუნდეს, რომ მოცემულ მოძრავ შემადგენლობაში წარდგენილი ტვირთის გადაზიდვა არ გამოიწვევს მის დანაკარგებს, სარკინიგზო ლიანდაგისა და გარემოს დაბინძურებას. თუ ვაგონის ბაქნის ან ძარის წესივრულობისას ტვირთის დანაკარგი შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციულმა ღრეჩოებმა, ტვირთგამგზავნმა უნდა მიიღოს დამატებითი ზომები ტვირთის გამოცვენის თავიდან ასაცილებლად.

3.წვრილმანი ფრაქციების შემცველი ტვირთის დატვირთვისას ღია მოძრავ შემადგენლობაზე ტვირთგამგზავნი ვალდებულია მიიღოს ზომები სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დროს ტვირთის წვრილმანი ნაწილაკების გამოქრევისა და ტვირთის გადაცვენის თავიდან ასაცილებლად, თუ იგი ჩატვირთულია ვაგონების ბორტის დონეზე მაღლა. ტვირთის ზედაპირი, მამდიდრებელი ფაბრიკების მახარისხებელ დანადგარებზე განლაგებული სორტული და რიგითი ქვანახშირის ბრიკეტების გარდა, უნდა იყოს მოსწორებული და მოტკეპნილი იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ვაგონებსა და კონტეინერებში ტვირთის განლაგებისა და დამაგრების ტექნიკური პირობებით ან ტვირთგამგზავნის მიერ შედგენილი და რკინიგზასთან შეთანხმებული ინსტრუქციით. დატვირთვის გაბარიტის ზედა შევიწროვებულ ნაწილს განივკვეთში უნდა ჰქონდეს ტრაპეციის ფორმა, ხოლო მისი ქვედა ძირი, ტვირთის დატკეპნის შემდეგ არ უნდა იყოს ნახევარვაგონის ძარის ზედა სარტყელზე უფრო მაღალი.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2015191291411526766916861377714081
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა