საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

მუხლი 4. ფრაქციის რეგისტრაციისთვის ფრაქციის თავმჯდომარე განცხადებით მიმართავს პარლამენტის სპიკერს.

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 30 ივნ. 1994

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

განცხადებაში აღინიშნება საპარლამენტო ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, ფრაქციის თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელი პირების და წევრთა ვინაობა. განცხადებას თან ერთვის საპარლამენტო ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. შემოსულ დოკუმენტებს პარლამენტის სპიკერი წარუდგენს საქართველოს პარლამენტის კოლეგიის უახლოეს სხდომას, რომელიც წყვეტს ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს. პარლამენტის წევრებს, რომლებსაც უარი ეთქვათ საპარლამენტო ფრაქციის რეგისტრაციაზე, უფლება აქვთ კოლეგიის ასეთი გადაწყვეტილება გააპროტესტონ პარლამენტის წინაშე, რომლის დადგენილება საბოლოოა. ინფორმაცია საპარლამენტო ფრაქციის რეგისტრაციის შესახებ და ფრაქციის დამფუძნებელი დოკუმენტების ტექსტი გამოქვეყნდება „საქართველოს პარლამენტის უწყებებში“ და ეცნობ ებ ა პარლამენტს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
41403950497355251541284
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საპარლამენტო ფრაქციის …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საარჩევნო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა