Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 50

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 50. ფრაქციის რეგისტრაცია

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ფრაქციას რეგლამენტით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები წარმოეშობა რეგისტრაციის მომენტიდან.

2.ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს.

3.ფრაქციის თავმჯდომარე ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი შეკრებისთანავე  ფრაქციის რეგისტრაციისათვის უმაღლესი საბჭოს დროებით სამანდატო კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დაუყოვნებლივ განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისია. თუ უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისია უმაღლესი საბჭოს პირველივე პლენარულ სხდომაზე არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება დროებითი სამანდატო კომისიისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, უმაღლესი საბჭოს დროებითი სამანდატო კომისიის გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დააყენოს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე.

4.ფრაქციის რეგისტრაციისათვის, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ფრაქციის შექმნიდან 1 კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ გადასცემს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ უმაღლესი საბჭოს ბიურო უახლოეს სხდომაზე არ მიიღებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილება ეცნობება უმაღლესი საბჭოს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და გამოქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

5.თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს რეგლამენტის 48-ე მუხლის მე-2 და 49-ე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების მოთხოვნებს, მას უარი ეთქმება რეგისტრაციაზე. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დააყენოს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია პლენარულ სხდომაზე, დადგენილებით ფრაქცია მიიჩნიოს რეგისტრირებულად.

წინა მუხლი 49შემდეგი მუხლი 51

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-30 · №18

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 48მუხლი 49

მიუთითებენ მასზე

მუხლი 49

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 49ფრაქციის შექმნა
  • 52ცვლილება ფრაქციის შემადგენლობაში
  • 29კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 52ფრაქციის რეგისტრაცია
  • 51ფრაქციის შექმნა
  • 54ცვლილება ფრაქციის შემადგენლობაში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 40ფრაქციის რეგისტრაცია
  • 39ფრაქციის შექმნა
  • 42ცვლილება ფრაქციის შემადგენლობაში

საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

  • 4ფრაქციის რეგისტრაციისთვის ფრაქციის თავმჯდომარე განცხადებით მიმართავს პარლამენტის სპიკერს.
  • 5საპარლამენტო ფრაქცია უფლებამოსილია:
  • 3ფრაქციის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით , საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და საქართველოს რესპუბლიკის სხვა კანონებით;

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4039424948522945352515450
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …საპარლამენტო ფრაქციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026