Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 52

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 52. ფრაქციის რეგისტრაცია

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ფრაქციას ამ რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა რეგისტრაციის მომენტიდან.

2.ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს.

3.ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისთვის ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის წესდება. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დაუყოვნებლივ განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია. თუ პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის პირველსავე პლენარულ სხდომაზე არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება დროებითი სამანდატო კომისიისთვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

4.ფრაქციის რეგისტრაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის შექმნიდან 1 კვირის ვადაში პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის წესდება. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისთვის წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. თუ პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე არ მიიღებს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად ჩაითვლება პარლამენტის თავმჯდომარისთვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე და გამოქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.

5.თუ ფრაქცია არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 51-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტების მოთხოვნებს, მას რეგისტრაციაზე უარი ეთქმება. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ამის თაობაზე ფრაქცია, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, წერილობით მიმართავს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

6.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფრაქციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას თავდაპირველად სიტყვით გამოდის იმ ფრაქციის წარმომადგენელი, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, რომელსაც გამოსვლისთვის ეძლევა დრო არაუმეტეს 10 წუთისა, შემდეგ − პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის/პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის წარმომადგენელი, რომლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო ბოლოს სიტყვით გამოდიან ფრაქციების წარმომადგენლები, რომელთაგან თითოეულს გამოსვლისთვის ეძლევა დრო არაუმეტეს 5 წუთისა, რის შემდეგაც პარლამენტი კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას.

წინა მუხლი 51შემდეგი მუხლი 53

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 50მუხლი 51

მიუთითებენ მასზე

მუხლი 51

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 54ცვლილება ფრაქციის შემადგენლობაში
  • 51ფრაქციის შექმნა
  • 32კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 50ფრაქციის რეგისტრაცია
  • 49ფრაქციის შექმნა

საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

  • 4ფრაქციის რეგისტრაციისთვის ფრაქციის თავმჯდომარე განცხადებით მიმართავს პარლამენტის სპიკერს.
  • 5საპარლამენტო ფრაქცია უფლებამოსილია:
  • 3ფრაქციის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით , საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და საქართველოს რესპუბლიკის სხვა კანონებით;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 40ფრაქციის რეგისტრაცია
  • 39ფრაქციის შექმნა
  • 42ცვლილება ფრაქციის შემადგენლობაში

საქართველოს კონსტიტუცია

  • 41პარლამენტის ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4140394250494535150543252
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…საპარლამენტო ფრაქციის …აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026