„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 13. უზრუნველყოფის აქტივების რეესტრი
1. აქტივი უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანების ნაწილად მიიჩნევა ამ პუნქტის შესაბამისად უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან . უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში აქტივის რეგისტრაცია ხორციელდება : ა ) ამ კანონის მე -3 მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტითა და მე -6 პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებით − საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იმ ხელშეკრულებების სიის რეგისტრაციით , რომლებიდანაც აღნიშნული მოთხოვნები წარმოიშობა ; ბ ) სხვა აქტივებთან მიმართებით − ემიტენტის მიერ ან ამ კანონის მე -5 მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − რეფინანსირების ბანკის მოვალის მიერ წარმოებულ შესაბამის რეესტრში მათი რეგისტრაციით .
2. ემიტენტი / რეფინანსირების ბანკის მოვალე ვალდებულია შეამოწმოს , რომ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში დასარეგისტრირებელი აქტივები აკმაყოფილებდეს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს ( მათ შორის , მათზე არ ვრცელდებოდეს რომელიმე ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიება ). ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ემიტენტი / რეფინანსირების ბანკის მოვალე პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად .
3. ემიტენტის / რეფინანსირების ბანკის მოვალის მიერ ან მათი ინიციატივით უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში შესაბამისი აქტივის ( გარდა დერივატივებიდან გამომდინარე მოთხოვნებისა ) რეგისტრაციას მესამე პირთა ( მათ შორის , მსესხებლის ) თანხმობა არ სჭირდება .
4. დაუშვებელია უზრუნველყოფის აქტივების რეესტრიდან უზრუნველყოფის აქტივის ამორიცხვა უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის ნებართვის , ხოლო შესაბამის შემთხვევაში − პროგრამის ადმინისტრატორის / პროგრამის ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე . ამ პუნქტით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება ან დადებული ნებისმიერი გარიგება ბათილია .
5. აკრძალულია უზრუნველყოფის აქტივების რეესტრიდან უზრუნველყოფის აქტივის ამორიცხვა , თუ ეს გამოიწვევს ამ კანონით ანმის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი რომელიმე მოთხოვნის დარღვევას .
