საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 18. საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეესტრი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საზედამხედველო ორგანო ვალდებულია შექმნას და აწარმოოს ყველა ავტორიზებული, აღიარებული და რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის, აგრეთვე ყველა ლიცენზირებული, რეგისტრირებული და აღიარებული აქტივების მმართველი კომპანიის რეესტრი და თავისი ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით საჯარო გახადოს მათ შესახებ ამ მუხლითა და საზედამხედველო ორგანოს წესებით გათვალისწინებული ინფორმაცია.

2.თითოეულ საინვესტიციო ფონდსა და მის თითოეულ ქვეფონდს საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეესტრში უნდა მიენიჭოთ უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი.

3.საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეესტრში აღნიშნული უნდა იყოს თითოეული საინვესტიციო ფონდის სახელწოდება, უნდა მიეთითოს მისი სტატუსი (არის ავტორიზებული, რეგისტრირებული თუ აღიარებული), თითოეული საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ინფორმაცია ავტორიზებული ან რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

4.მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრაციისთვის დაეყრდნოს საზედამხედველო ორგანოს მიერ წარმოებულ ამ მუხლით გათვალისწინებულ რეესტრს. თავი IV აქტივების მმართველი კომპანია

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია შექმნას და აწარმოოს ყველა ავტორიზებული, აღიარებული და რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის, აგრეთვე ყველა ლიცენზირებული, რეგისტრირებული და აღიარებული აქტივების მმართველი კომპანიის რეესტრი და თავისი ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით საჯარო გახადოს მათ შესახებ ამ მუხლითა და საზედამხედველო ორგანოს წესებით გათვალისწინებული ინფორმაცია. 2. თითოეულ საინვესტიციო ფონდსა და მის თითოეულ ქვეფონდს საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეესტრში უნდა მიენიჭოთ უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი. 3. საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეესტრში აღნიშნული უნდა იყოს თითოეული საინვესტიციო ფონდის სახელწოდება, უნდა მიეთითოს მისი სტატუსი (არის ავტორიზებული, რეგისტრირებული თუ აღიარებული), თითოეული საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ინფორმაცია ავტორიზებული ან რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. 4. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრაციისთვის დაეყრდნოს საზედამხედველო ორგანოს მიერ წარმოებულ ამ მუხლით გათვალისწინებულ რეესტრს. თავი IV აქტივების მმართველი კომპანია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
49¹52⁴23¹28¹26711427133739618
მნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს საგადასახა…დაგროვებითი პენსიის შე…ნებაყოფლობითი კერძო პე…იპოთეკით დაცული ობლიგა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა