Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაინვესტიციო ფონდების შესახებმუხლი 14

საინვესტიციო ფონდების შესახებ

მუხლი 14. საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციის პირობები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ბიზნესის დაფუძნებააქტივების მართვადაფუძნებასაერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასტარტაპის იურიდიული მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ერთობლივი საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციის მიზნით აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს განაცხადს, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აქტივების მმართველი კომპანიის გადაწყვეტილებას; ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტს; გ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

2.საინვესტიციო კომპანიის რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელი კომპანია ან განმცხადებლის მიერ დანიშნული აქტივების მმართველი კომპანია  საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას: ა) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებულია სააქციო საზოგადოებად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან კომანდიტურ საზოგადოებად; ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კომპანიის აქციონერთა/პარტნიორთა გადაწყვეტილებას; გ) სადამფუძნებლო დოკუმენტს მასში შეტანილი ცვლილებების (მათი არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით; დ) კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პირების შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს მათ შესაფერისობას საინვესტიციო ფონდის ჯანსაღი და კეთილგონივრული მართვის საჭიროების გათვალისწინებით; ე) კომპანიის მმართველი ორგანოს წევრების შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს მათ საკმარისად კარგ რეპუტაციასა და საკმარის გამოცდილებას; ვ) ინფორმაციასა და დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ კომპანიას რეგისტრაციისა და მართვის ადგილი აქვს საქართველოში; ზ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

3.განმცხადებელი კომპანია საზედამხედველო ორგანოს არ წარუდგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებს,  თუ მას დანიშნული ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია. ამ შემთხვევაში აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, წარუდგენს განმცხადებელ კომპანიასთან დადებულ აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულებას.

4.რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული რეგისტრირებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ვალდებული არიან  საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პერიოდულობით საზედამხედველო ორგანოს წარუდგინონ: ა) რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელების რაოდენობის შესახებ განახლებული ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, ინვესტორთა რომელ კატეგორიას (გაუთვითცნობიერებელ ინვესტორებს თუ გათვითცნობიერებულ ინვესტორებს) განეკუთვნებიან ისინი; ბ) საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო სტრატეგიაში შეტანილი ცვლილების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია; გ) იმ ინსტრუმენტების/აქტივების შესახებ ინფორმაცია, რომლებითაც საინვესტიციო ფონდი ძირითადად ვაჭრობს, და საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ძირითადი სფეროებისა და კონცენტრაციის თაობაზე ინფორმაცია.

5.რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი შესაძლებელია გარდაიქმნას ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდად საინვესტიციო ფონდების ავტორიზაციისთვის დადგენილი საერთო წესების საფუძველზე. საინვესტიციო ფონდისთვის ავტორიზაციის მინიჭებასთან ერთად საზედამხედველო ორგანო აუქმებს მის რეგისტრაციას.

6.საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და ჯანსაღი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების რეგისტრაციისა და მათ მიერ საქმიანობის განხორციელებისთვის.

წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პრე-სიდ რაუნდის დოკუმენტაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფილიალის რეგისტრაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საინვესტიციო ფონდის ადმინისტრირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საინვესტიციო ფონდის ფორმირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №9

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 72

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 9საინვესტიციო ფონდის დაფუძნება
  • 18საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეესტრი
  • 13UCITS-ის და გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის პირობები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 5საინვესტიციო ფონდის განაცხადი
  • 4საინვესტიციო ფონდის შექმნის პროცედურა
  • 8მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 23¹საინვესტიციო ფონდები

მეწარმეთა შესახებ

  • 9სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის წინაპირობა
  • 73შერწყმის/გაყოფის რეგისტრაცია
  • 64გარდაქმნის რეგისტრაცია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 49¹ერთობლივი საინვესტიციო ფონდი

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 22საპენსიო სქემის რეგისტრაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
49¹23¹5489721813973642214
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …საინვესტიციო ფონდების …საქართველოს საგადასახა…მეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…ნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026