Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებმუხლი 20

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 20. სისხლის დაწესებულების პერსონალი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სისხლის დაწესებულება ვალდებულია ჰყავდეს სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვებასთან, ტესტირებასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და განაწილებასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის აუცილებელი, საჭირო რაოდენობის პერსონალი, რომელსაც გავლილი აქვს საკუთარი ფუნქციების შესაბამისი მომზადება და რომლის თითოეულ წევრს აქვს სამუშაო აღწერილობა.

2.სისხლის დაწესებულების პერსონალს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვების, ტესტირების, დამუშავების, შენახვისა და განაწილების პროცესში, უნდა ჰქონდეს საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო, შესაბამისი კვალიფიკაცია და გავლილი უნდა ჰქონდეს სათანადო მომზადება. სისხლის დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს თავისი პერსონალის დროული, შესაფერისი და პერიოდული ატესტაცია და გადამზადება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სისხლის დაწესებულება ვალდებულია ჰყავდეს სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვებასთან, ტესტირებასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და განაწილებასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის აუცილებელი, საჭირო რაოდენობის პერსონალი, რომელსაც გავლილი აქვს საკუთარი ფუნქციების შესაბამისი მომზადება და რომლის თითოეულ წევრს აქვს სამუშაო აღწერილობა. 2. სისხლის დაწესებულების პერსონალს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვების, ტესტირების, დამუშავების, შენახვისა და განაწილების პროცესში, უნდა ჰქონდეს საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო, შესაბამისი კვალიფიკაცია და გავლილი უნდა ჰქონდეს სათანადო მომზადება. სისხლის დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს თავისი პერსონალის დროული, შესაფერისი და პერიოდული ატესტაცია და გადამზადება. მუხლი 21. სისხლის დაწესებულებისა და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის შესაბამისი ობიექტები და მათი სივრცეები; აღჭურვილობა, მასალები და რეაგენტები 1. სისხლის დაწესებულებისა და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის შესაბამისი ობიექტები და მათი სივრცეები, მათ შორის, მობილური პუნქტები და მუდმივი პუნქტები, ისე უნდა იყოს ადაპტირებული და შენარჩუნებული, რომ იძლეოდეს მათ მიერ ფუნქციების შესრულებისა და საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას. ამ ობიექტებსა და სივრცეებს უნდა შეეძლოთ სამუშაოს ლოგიკური თანამიმდევრობით შესრულება შეცდომების რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად. ამასთანავე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი ეფექტიანი დასუფთავება და ტექნიკური მოვლა დაბინძურების რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად. 2. სისხლის დაწესებულებისა და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის შესაბამისი ობიექტები დაგეგმარებული და აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების თანახმად. 3. სისხლის დაწესებულებასა და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკში არსებული აღჭურვილობის შესაბამისმა ერთეულმა უნდა გაიაროს ვალიდაცია და კალიბრაცია. იგი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და რეგულარული მომსახურებით უზრუნველყოფილი. ამასთანავე, აღჭურვილობის ინსტრუქციები სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი და უნდა წარმოებდეს შესაბამისი ჩანაწერები აღჭურვილობის მდგომარეობის შესახებ. 4. აღჭურვილობა ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ უზრუნველყოფდეს დონორის, პერსონალის ან სისხლის კომპონენტის მიმართ საფრთხის მინიმუმამდე შემცირებას. 5. აღჭურვილობა, მასალები და რეაგენტები უნდა შეესაბამებოდეს ევროპის პარლამენტისა და საბჭოს შესაბამის რეგულაციას სამედიცინო ხელსაწყოების შესახებ, ხოლო სისხლისა და მისი კომპონენტის სხვა ქვეყანაში შეგროვების შემთხვევაში − ეკვივალენტურ სტანდარტს. 6. აღჭურვილობის ინვენტარიზაციის შესახებ ჩანაწერები კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებული ვადით უნდა ინახებოდეს. 7. ელექტრონული სისტემის გამოყენების შემთხვევაში შესაბამისმა პროგრამულმა და აპარატურულმა უზრუნველყოფამ და სარეზერვო კოპირების პროცედურამ გამოყენებამდე უნდა გაიაროს ვალიდაცია, ხოლო შემდგომ ისინი, მათი საიმედოობის უზრუნველსაყოფად, რეგულარულად, კომპეტენტურ ორგანოსთან შეთანხმებული პერიოდულობით უნდა შემოწმდეს. პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფა დაცული უნდა იყოს უნებართვო გამოყენებისგან ან უნებართვო ცვლილებისგან. ამასთანავე, სარეზერვო კოპირების პროცედურის არსებობით თავიდან უნდა იქნეს აცილებული მონაცემთა დაკარგვა ან დაზიანება ელექტრონული სისტემის მოსალოდნელი ან მოულოდნელი შეფერხების ან ფუნქციური გაუმართაობის დროს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ოქტ. 2025 – 1 აპრ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. … – 28 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №3

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 15სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი
  • 12პასუხისმგებელი პირი
  • 21სისხლის დაწესებულებისა და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის შესაბამისი ობიექტები და მათი სივრცეები; აღჭურვილობა, მასალები და რეაგენტები

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 32პერსონალი

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 124
  • 45
  • 125

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 26

სისხლის კომპონენტების განკარგვის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 3 (დანართი 1)სისხლის კომპონენტების განკარგვის წესი
  • 2 (დანართი 1)სისხლის კომპონენტების განკარგვის პირობები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 25ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობა

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 30ორგანოს მოპოვება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2512445125263 (და…2 (და…151221323020
მნიშვნელობით ახლოსადამიანის სისხლისა და …ადამიანის ქსოვილებისა …ჯანმრთელობის დაცვის შე…ხელშეკრულება საქართველ…სისხლის კომპონენტების …საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026