Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებმუხლი 29

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 29. სისხლისა და მისი კომპონენტების გათავისუფლება, შენახვა, ტრანსპორტირება და განაწილება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.თუ კარანტინში მყოფი სისხლი ან სისხლის კომპონენტი შესაბამისობის შეფასების (შემოწმების) პროცედურების გავლის შემდეგ აკმაყოფილებს კარანტინიდან გათავისუფლების მახასიათებლებსა და ხარისხისა და უსაფრთხოების ყველა კრიტერიუმს, ამასთანავე, არსებობს ამის დამადასტურებელი დოკუმენტური ჩანაწერები, უფლებამოსილმა პირმა თითოეული ერთეული ოფიციალურად უნდა გაათავისუფლოს კარანტინიდან კარანტინიდან გათავისუფლების აქტით.

2.კარანტინში მყოფი სისხლი და მისი კომპონენტები კარანტინიდან გათავისუფლებული სისხლისა და მისი კომპონენტებისგან განცალკევებით უნდა ინახებოდეს. სისხლის ან მისი კომპონენტის ეტიკეტზე აღნიშნული უნდა იყოს კარანტინიდან გათავისუფლების სტატუსი ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

3.თუ სისხლის ან მისი კომპონენტის საბოლოო ერთეული კარანტინიდან ვერ გათავისუფლდება  ამ კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებული ტესტირების შედეგების საფუძველზე, უნდა განხორციელდეს მიკვლევადობა იმავე დონაციის სხვა კომპონენტებისა და იმავე დონორის წინა დონაციის დროს დამზადებული კომპონენტების გამოვლენის უზრუნველსაყოფად, ხოლო შესაბამისი დონორის შესახებ ჩანაწერები დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს.

4.სისხლი ან მისი კომპონენტი, რომელიც არ შეესაბამება სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს, წუნდებული უნდა იქნეს და უნდა განადგურდეს ან დონორის მიერ წინასწარ განცხადებული თანხმობის საფუძველზე, დადგენილი წესით უნდა იქნეს გამოყენებული მომავალი სამეცნიერო კვლევებისთვის.

5.შენახვის სივრცეები უნდა უზრუნველყოფდეს სხვადასხვა კატეგორიის სისხლის, სისხლის კომპონენტებისა და მასალების/რეაგენტების (მათ შორის, კარანტინში მყოფი და კარანტინიდან გათავისუფლებული მასალების/რეაგენტების), აგრეთვე სპეციალური მიზნებისთვის შეგროვებული სისხლისა და სისხლის კომპონენტების (მაგალითად, ავტოლოგიური სისხლის) უსაფრთხოდ და განცალკევებით შენახვის შესაძლებლობას. ამასთანავე, შენახვის მთელი პერიოდის განმავლობაში სისხლისა და მისი კომპონენტების არევის გამოსარიცხად მათი შენახვისა და განაწილების პროცედურებმა უნდა გაიაროს ვალიდაცია და შემდგომ რეგულარულად უნდა შემოწმდეს.

6.სისხლისა და მისი კომპონენტების გათავისუფლების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და განაწილების მიმართ სხვა მოთხოვნები განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 28შემდეგი მუხლი 30

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №3

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 1 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 27მუხლი 28

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 26სისხლისა და მისი კომპონენტების შეგროვება
  • 28ეტიკეტირება
  • 25ავტოლოგიური დონაცია

სისხლის კომპონენტების განკარგვის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 3 (დანართი 1)სისხლის კომპონენტების განკარგვის წესი
  • 2 (დანართი 1)სისხლის კომპონენტების განკარგვის პირობები

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 124
  • 125
  • 123

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 135ადამიანის სისხლით ან მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობა, ადამიანის სისხლის ან მისი კომპონენტების უკანონო ექსპორტი ან იმპორტი

ამნისტიის შესახებ

  • 3

ამნისტიის შესახებ

  • 11

ამნისტიის შესახებ

  • 1

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
135124125123113 (და…2 (და…32827142625129
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის სისხლისა და …სისხლის კომპონენტების …ჯანმრთელობის დაცვის შე…საქართველოს სისხლის სა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026