ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 14. კონტროლი და ინსპექტირება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · უფასო კონსულტაცია

ნინო ლიპარტიაგიორგი ფანცულაიასალომე ოსეფაშვილი

1.კომპეტენტური ორგანო ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს. ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო/სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

2.კომპეტენტური ორგანო ახორციელებს სისხლის დაწესებულებისა და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის ინსპექტირების ღონისძიებებს.

3.კომპეტენტურმა ორგანომ სისხლის დაწესებულებისა და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის ინსპექტირება უნდა განახორციელოს არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ, ხოლო სერიოზული გვერდითი მოვლენის, სერიოზული გვერდითი რეაქციის ან ასეთ მოვლენაზე/რეაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს რიგგარეშე, სპეციალური შემოწმება.

4.კონტროლისა და ინსპექტირების ღონისძიებების განხორციელებისას კომპეტენტური ორგანოს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეამოწმოს სისხლის დაწესებულება და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი, მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი, აგრეთვე მოსთხოვოს მათ საქმიანობის ამ კანონის, მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესაბამისად განხორციელება; ბ) გამოავლინოს სისხლის დაწესებულებისა და სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის საქმიანობაში არსებული ხარვეზი, დარღვევა ან/და საქართველოს კანონმდებლობასთან ნებისმიერი შეუსაბამობა; გ) შემოწმების პროცესში აიღოს ნიმუშები შემოწმებისა და ანალიზისთვის; დ) სისხლის დაწესებულებას ან სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკს მიუთითოს გამოვლენილი ხარვეზის ან/და შეუსაბამობის შესახებ და მოსთხოვოს მისი აღმოფხვრა; ე) სისხლის დაწესებულების ან სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკის საქმიანობაში გამოვლენილი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ამ სისხლის დაწესებულების ან სამედიცინო დაწესებულების ამ კანონის V თავით ან/და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დაჯარიმების შესახებ; ვ) თუ სისხლი, სისხლის კომპონენტი ან/და სისხლის პროდუქტი არ აკმაყოფილებს ამ კანონითა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი დადგენილ მოთხოვნებს, უზრუნველყოს მისი წუნდება, ჩამორთმევა და  განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან მისი ამ კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიზნით გამოყენება; ზ) შეაფასოს ანგარიშმგებელი დაწესებულებებისგან მიღებული სერიოზული გვერდითი მოვლენისა და სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ მონაცემები და მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დროულად მოახდინოს რეაგირება; თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებები და შეასრულოს მისთვის დაკისრებული სხვა მოვალეობები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
286115¹ (…10 (დ…29101513252337384314
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის სისხლისა და …ადამიანის ქსოვილებისა …ადამიანის ორგანოთა გად…სამედიცინო-სოციალური ე…მეზღვაურთა შრომის შესა…მეზღვაურთა განათლებისა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა