ქსოვილის ან/და უჯრედის ადგილმდებარეობის დადგენისა (გამოვლენისა) და იდენტიფიცირების შესაძლებლობა მისი დონაციიდან/მოპოვებიდან მის გამოყენებამდე/განაწილებამდე ან განკარგვამდე პროცესის ნებისმიერ ეტაპზე. მიკვლევადობა გულისხმობს აგრეთვე დონორის, ქსოვილის ბანკის, დონორი კლინიკის, ლაბორატორიის ან ქსოვილთან ან/და უჯრედთან დაკავშირებულ პროცედურებში ჩართული სამედიცინო დაწესებულების დადგენას, რეციპიენტის იდენტიფიცირების შესაძლებლობას და იმ პროდუქტებთან ან/და მასალებთან დაკავშირებული ყველა მონაცემის აღმოჩენისა და დადგენის შესაძლებლობას, რომლებიც ამ ქსოვილს ან/და უჯრედს უკავშირდება
ორგანოს ადგილმდებარეობის დადგენისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობა ორგანოს დონაციიდან გადანერგვამდე ან განკარგვამდე პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის: შ.ა) დონორისა და დონორი კლინიკის იდენტიფიცირების შესაძლებლობა; შ.ბ) გადანერგვის ცენტრში (ცენტრებში) რეციპიენტის (რეციპიენტების) იდენტიფიცირების შესაძლებლობა; შ.გ) ამ ორგანოსთან შეხების მქონე პროდუქტებისა და მასალების შესახებ არაპერსონალური ინფორმაციის მოძიებისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობა
სურსათის/ცხოველის საკვების, მასში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების, სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებული ტარისა და შესაფუთი მასალის, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან აგროქიმიკატის შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის დადგენის შესაძლებლობა მათი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე
სისხლის ან მისი კომპონენტის თითოეული ერთეულისთვის დონორიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე (რეციპიენტი, სისხლიდან ან პლაზმიდან მიღებული სამკურნალო საშუალების მწარმოებელი, სისხლისა და მისი კომპონენტების განკარგვა) და საბოლოო დანიშნულების ადგილიდან დონორამდე მიკვლევის შესაძლებლობა
ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის, მასში გამოსაყენებელი ნებისმიერი ნივთიერებისა და ინგრედიენტის, აგრეთვე ამ საქონლის ტარის შესახებ მონაცემების (ინფორმაციის) დადგენის შესაძლებლობა წარმოების ეტაპსა და დისტრიბუციის ეტაპზე
ფარმაცევტული პროდუქტის ან / და მასში შემავალი ინგრედიენტების წარმოშობის დადგენის შესაძლებლობა წარმოებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე