Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 14

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 14. შესყიდვების კომიტეტი

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ვაჭრობის მხარდაჭერა და სტრატეგია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესყიდვის ობიექტის თავისებურების გათვალისწინებით, საჯარო შესყიდვა (გარდა კონკურსისა და წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურისა) შესაძლებელია განხორციელდეს როგორც შესყიდვების კომიტეტის მიერ, ისე შესყიდვების კომიტეტის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის ან/და მომსახურების სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 100 000 ლარს ან შესყიდვის ობიექტი სამუშაოა. თუ საქონლის ან/და მომსახურების სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 100 000 ლარს ან შესყიდვის ობიექტი სამუშაოა, საჯარო შესყიდვის შესყიდვების კომიტეტის გარეშე განხორციელება დაუშვებელია. შესყიდვების კომიტეტი შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით მოქმედებს.

2.თუ შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი იღებს საჯარო შესყიდვის შესყიდვების კომიტეტის მიერ განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას, იგი ქმნის შესყიდვების კომიტეტს. შესყიდვების კომიტეტი საჯარო შესყიდვის განსახორციელებლად შეიძლება შეიქმნას კონკრეტული შესყიდვის ან კონკრეტული ტიპის შესყიდვის განხორციელების ვადით ან, ზოგადად, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. უპირატესობა უნდა მიენიჭოს შესყიდვების კომიტეტის კონკრეტული შესყიდვის ან კონკრეტული ტიპის შესყიდვის განხორციელებისთვის შექმნას, კომიტეტის წევრთა სპეციალიზაციის გათვალისწინებით.

3.შესყიდვების კომიტეტის წევრთა რაოდენობა კენტი უნდა იყოს. შესყიდვების კომიტეტის შემადგენლობა უნდა განისაზღვროს არანაკლებ 3 და არაუმეტეს 9 წევრით. შესყიდვების კომიტეტის შემადგენლობაში შესაძლებელია შევიდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე ან/და შემსყიდველი ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილე. შესყიდვების კომიტეტის შემადგენლობაში შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა თანამშრომლის შეყვანა დასაშვებია, თუ ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირთა რაოდენობა საკმარისი არ არის.

4.შესყიდვების კომიტეტის გადაწყვეტილებით, მის მუშაობაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შესაძლებელია მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

5.შესყიდვების კომიტეტის თავმჯდომარეა შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.

6.შესყიდვების კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით და აფორმებს თავისი სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილე კომიტეტის ყველა წევრი. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია შესყიდვების კომიტეტის თავმჯდომარის ხმა. შესყიდვების კომიტეტის გადაწყვეტილება შესაბამისი სხდომის ოქმში უნდა აისახოს. დაუშვებელია, საჯარო შესყიდვის პროცესში შემსყიდველი ორგანიზაცია/შესყიდვების კომიტეტი დაეყრდნოს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც კომიტეტის სხდომის ოქმში მითითებული არ ყოფილა. შესყიდვების კომიტეტის წევრი, რომელიც არ ეთანხმება კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, წერილობით აყალიბებს განსხვავებულ პოზიციას, რომელიც სხდომის ოქმს უნდა დაერთოს.

7.შესყიდვების კომიტეტის სხდომის ოქმი უნდა შეიცავდეს: ა) შესყიდვების კომიტეტის დასახელებას; ბ) სხდომის გამართვის თარიღსა და ადგილს; გ) შესყიდვების კომიტეტის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობას (მათ შორის, იმ წევრზე მითითებას, რომელიც სხდომას არ ესწრებოდა); დ) განხილვის საგანს; ე) შესყიდვების კომიტეტის მსჯელობას; ვ) მოწვეული ექსპერტებისა და კონსულტანტების მოსაზრებებს; ზ) იმ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტსა და მის შესაბამის ნორმას, რომელსაც შესყიდვების კომიტეტი დაეყრდნო; თ) კენჭისყრის შედეგებს; ი) მიღებულ გადაწყვეტილებას.

8.შესყიდვების კომიტეტის სხდომის ოქმი ხელმოწერისთანავე სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით უნდა გამოქვეყნდეს ელექტრონულ სისტემაში. შესყიდვის პირობების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმი შესყიდვის პირობებთან ერთად ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში. სხდომის ოქმის ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნება მის ოფიციალურ გაცნობად მიიჩნევა.

9.შესყიდვების კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული ხელშეწყობისთვის შესყიდვების კომიტეტთან ერთად იქმნება მისი აპარატი, რომელიც, როგორც წესი, კომპლექტდება ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულში ან თანამდებობაზე დასაქმებული პირისგან/პირებისგან. ამასთანავე, შესყიდვების კომიტეტის აპარატის 1 წევრი მაინც უნდა იყოს ამ პუნქტით განსაზღვრულ სტრუქტურულ ერთეულში ან თანამდებობაზე დასაქმებული პირი. შესყიდვების კომიტეტის აპარატს ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარე.

10.თუ, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, საჯარო შესყიდვას შესყიდვების კომიტეტი არ ახორციელებს, საჯარო შესყიდვის პროცედურებს ამ კანონით დადგენილი წესების დაცვით წარმართავს შემსყიდველი ორგანიზაციის საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელიუფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული/პირი, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილე. ასეთ შემთხვევაში საჯარო შესყიდვის პროცედურები წარიმართება და გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონის შესაბამისად, ამ მუხლით შესყიდვების კომიტეტისთვის დადგენილი წესების გათვალისწინებით.

წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • OTC გარიგებების ორგანიზება დიდი მოცულობისთვის1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №16

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 15

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 165¹⁴მუხლი 31

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 53შესყიდვის პირობები
  • 42ერთობლივი შესყიდვა
  • 26საჯარო შესყიდვის პროცედურები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 165¹⁴საჯარო შესყიდვის პროცედურის შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის გარეშე განხორციელება ან შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის შექმნის წესის დარღვევა
  • 159⁶სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესების დარღვევა
  • 165¹⁷საჯარო შესყიდვის პროცედურის ან საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტის არასწორად შერჩევა

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 7სატენდერო კომისია
  • 26ერთ პირთან მოლაპარაკება
  • 2შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 9შესყიდვების დაგეგმვა
  • 10¹ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებები
  • 11სატენდერო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
165¹⁴159⁶165¹⁷910¹117262153153422614
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026