საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 26. საჯარო შესყიდვის პროცედურები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

1.საჯარო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი პროცედურების გამოყენებით: ა) ღია პროცედურა; ბ) შეზღუდული პროცედურა; გ) კონკურენტული დიალოგი; დ) ინოვაციური პარტნიორობა; ე) კონკურსი; ვ) წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა; ზ) წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა; თ) საჯარო შესყიდვის პროცედურები სოციალურ და სხვა სპეციფიკურ სფეროებში მომსახურების შესყიდვის მიზნით.

2.საჯარო შესყიდვის პროცედურები, გარდა წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურისა, ხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ამასთანავე, წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ სისტემაში უნდა გამოქვეყნდეს.

3.საჯარო შესყიდვის პროცედურების განხორციელების დეტალური წესი, ამ კანონისა და ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

4.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ თავით განსაზღვრული საჯარო შესყიდვის პროცედურების გამოყენების საფუძვლების რამდენიმე წინაპირობის ერთდროულად არსებობისას საჯარო შესყიდვის პროცედურა შეარჩიოს საკუთარი შეხედულებისამებრ, ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სავალდებულოა კონკრეტული საჯარო შესყიდვის პროცედურის გამოყენება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 12 ივლ. 2024

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43²165¹⁴10¹10²20¹⁰542010953327826
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს ადმინისტრა…ელექტროენერგიის საცალო…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა