Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 53

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 53. შესყიდვის პირობები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2029
თემები:ტოკენის გაშვება და ფანდრეიზინგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.საჯარო შესყიდვის (გარდა წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურისა) გამოსაცხადებლად შემსყიდველი ორგანიზაცია აქვეყნებს შესყიდვის შესახებ განცხადებას.

2.შესყიდვის შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს შესყიდვის დოკუმენტაცია.

3.შემსყიდველი ორგანიზაცია შეზღუდულ პროცედურაში, წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურაში, კონკურენტულ დიალოგში ან ინოვაციურ პარტნიორობაში კანდიდატებს წინადადებების წარსადგენად, აგრეთვე დიალოგის/მოლაპარაკების გამართვისას მასში მონაწილეობის მისაღებად იწვევს მოწვევის გამოქვეყნებით.

4.შესყიდვის პირობები ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში.

5.შესყიდვის პირობების ფორმა და გამოქვეყნების წესი, ამ კანონისა და ევროკავშირის შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

6.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია შესყიდვის პირობებში შეიტანოს ცვლილება მათი გაცნობისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ შესყიდვის პირობებში ცვლილების შეტანა დასაშვებია მხოლოდ დიალოგის/მოლაპარაკების საფუძველზე, თუ ცვლილების შეტანის შესაძლებლობა შესყიდვის პირობებით არის გათვალისწინებული. დაუშვებელია საჯარო შესყიდვის პროცედურის/საჯარო შესყიდვის ინსტრუმენტის/აგრეგირებული საჯარო შესყიდვის ან შესყიდვის ობიექტის შეცვლა და შესყიდვის პირობებში ამ კანონით აკრძალული ცვლილების ან სხვა არსებითი ცვლილების შეტანა. შესყიდვის პირობების გაცნობისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე მათში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ეს ვადა ავტომატურად გრძელდება შესყიდვის პირობების გამოქვეყნებიდან შესაბამისი ცვლილების გამოქვეყნებამდე გასული ვადით.

7.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია შესყიდვის პირობებში ცვლილება შეიტანოს შესყიდვის პირობების გაცნობის ვადის გასახანგრძლივებლად. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის მე-4 წინადადება.

8.შესყიდვის პირობების გაცნობისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე მათში ცვლილება შეიტანება და ეს ცვლილება ქვეყნდება შესყიდვის პირობების დამტკიცებისა და გამოქვეყნებისთვის დადგენილი წესით. დიალოგის/მოლაპარაკების საფუძველზე შესყიდვის პირობებში ცვლილება შეიტანება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით.

9.შესყიდვის პირობების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია სააგენტოს ანგარიშზე იხდის შესყიდვის პირობების გამოქვეყნების საფასურს, რომლის ოდენობაა 100 ლარი. მისი გადახდისა და დაბრუნების წესები დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. ეს საფასური არ ბრუნდება, გარდა ელექტრონული სისტემის გაუმართაობის ან საფასურის შეცდომით ზედმეტად გადახდის შემთხვევისა.

10.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია შესყიდვის პირობები გაავრცელოს აგრეთვე დამატებითი საშუალებით.

11.შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია შესყიდვის პირობებით განსაზღვროს, საჯარო შესყიდვის პროცედურაში დაშვებულია თუ არა წინადადების ვარიანტების წარდგენა, აგრეთვე რა სახის წინადადების ვარიანტები შეიძლება წარადგინოს ეკონომიკურმა ოპერატორმა. თუ წინადადების ვარიანტების წარდგენის შესაძლებლობა შესყიდვის პირობებში მკაფიოდ არ არის მითითებული, მათი წარდგენა დაუშვებელია.

12.წინადადების ვარიანტების წარდგენის დაშვების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში განსაზღვრავს მინიმალურ მოთხოვნებს და ადგენს საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმებს, რომლებსაც ეკონომიკური ოპერატორის მიერ წარდგენილი წინადადების ვარიანტი უნდა აკმაყოფილებდეს.

13.წინადადების ვარიანტების წარდგენისა და მათი წარდგენის შესაძლებლობის გამოყენების დეტალური წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

14.საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის პირობებში გაითვალისწინოს მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი მახასიათებლები. საჯარო შესყიდვის განხორციელებისას მდგრადი განვითარებისთვის იმ შესყიდვის ობიექტის (საქონლის, სამუშაოს, მომსახურების) CPV-ის კოდები, რომლის შესყიდვისას მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი მახასიათებლების გათვალისწინება სავალდებულოა, აგრეთვე საჯარო შესყიდვის პროცედურაში ამ მახასიათებლების მითითების წესი და მეთოდოლოგია, მათ შორის, ხარჯეფექტიანობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, მდგრადობის ფართო დიაპაზონის, ტექნიკური შესაბამისობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1057 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2032 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 15 ივნ. 2026
  2. 1 იან. 2029 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 23 სექ. 2024
  3. 1 ივნ. 2026· გამოქვეყნდა 17 ნოე. 2025

    53-ე მუხლის მე-9 პუნქტში გამოქვეყნების საფასურის ოდენობა ზედა ზღვრის ნაცვლად ფიქსირებულად 100 ლარადაა დაწესებული, ხოლო სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება მხოლოდ გადახდისა და დაბრუნების წესებს ადგენს. დაბრუნების გამონაკლისების ჩამონათვალი უცვლელია, ცვლილებაა მხოლოდ სიტყვის გადაადგილება.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 52შემდეგი მუხლი 54

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • IDO, IEO და სხვა სააჯარო გაყიდვების ორგანიზება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №16

  • 3 ცვლილება · ბოლო 15 ივნ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 98

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 26საჯარო შესყიდვის პროცედურები
  • 32წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა
  • 52წინასწარი საინფორმაციო შეტყობინება

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 28სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები
  • 23სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შეწყვეტა
  • 8განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 10²კონკურსი
  • 12¹ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია
  • 10¹ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებები

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 23ხელშეკრულების თავისუფლება და პირობების შეცვლა
  • 36ინფორმაციის საინფორმაციო საშუალებებში, მათ შორის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნება

ტურიზმის შესახებ

  • 41დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვის ან გაცვლის ხელშეკრულების პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10²12¹10¹233628238982632524153
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ტურიზმის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026