სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 34. შემსყიდველი ორგანიზაციის მოქმედებები

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 25 მაი. 2002

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.შემსყიდველი ორგანიზაცია შემოსულ საჩივარს განიხილავს მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე.

2.შემოსულ საჩივრებს განიხილავს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მისი მიერ სპეციალურად უფლებამოსილი პირი.

3.შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია საჩივარი განიხილოს მისი შემოსვლიდან შვიდი დღის ვადაში.

4.საჩივრის განხილვის შედეგად შემსყიდველ ორგანიზაციას გამოაქვს წერილობითი გადაწყვეტილება, რომელშიც უნდა იყოს მითითებული: ა) გადაწყვეტილების მიღების მიზეზების დასაბუთება; ბ) საჩივრის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში ის ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება საჩივარში განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

5.იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში არ გამოიტანს გადაწყვეტილებას, ან საჩივრის შემტანი არ დაკმაყოფილდება გამოტანილი გადაწყვეტილებით, მას აქვს უფლება საჩივრით მიმართოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ან სასამართლოს. ასეთი საჩივრის შეტანის მომენტიდან შემსყიდველი ორგანიზაცია კარგავს მისი განხილვის უფლებას.

6.შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება ითვლება საბოლოოდ, თუ საჩივარი არ იქნება შეტანილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ან სასამართლოში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 თებ. 2005 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23⁷723¹¹30230336352388695714 (დ…34
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს საგადასახა…საქართველოს პატენტრწმუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა