Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 33

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 33. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ვაჭრობის მხარდაჭერა და სტრატეგია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა შემსყიდველ ორგანიზაციას აძლევს საშუალებას, საჯარო შესყიდვის გამოცხადების გარეშე აწარმოოს მოლაპარაკება ეკონომიკურ ოპერატორთან/ოპერატორებთან შესყიდვის ხელშეკრულების დასადებად. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) ღია პროცედურა ან შეზღუდული პროცედურა შემსყიდველი ორგანიზაციისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ შედგა ან უარყოფითი შედეგით დასრულდა და ხელახალი პროცედურის გამოცხადება ვერ ესწრება. ამ ქვეპუნქტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებითად არ იცვლება შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებები და მოთხოვნები, რომლებიც ღია პროცედურის ან შეზღუდული პროცედურის შესყიდვის პირობებით იყო განსაზღვრული; ბ) საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა ნებისმიერი შემდეგი გარემოების არსებობის გამო მხოლოდ ერთ ეკონომიკურ ოპერატორს შეუძლია: ბ.ა) შესყიდვის მიზანია უნიკალური ხელოვნების ნიმუშის ან მხატვრული ნაწარმოების შექმნა ან შესყიდვა; ბ.ბ) ტექნიკური გარემოებების (მათ შორის, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების) გამო კონკურენცია არ არსებობს; ბ.გ) აუცილებელია ექსკლუზიური უფლებების (მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების) დაცვა; გ) შემსყიდველი ორგანიზაციისგან დამოუკიდებელი და წინასწარ უცნობი მიზეზით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის გამო სხვა საჯარო შესყიდვის პროცედურა გამოყენებული ვერ იქნება. ამ ქვეპუნქტის გამოყენება დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი აუცილებლობა შემსყიდველმა ორგანიზაციამ ხელოვნურად გამოიწვია; დ) საქონელი მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად, ექსპერიმენტის ან გამოკვლევის ჩასატარებლად ან განვითარებისთვის არის წარმოებული. ამ ქვეპუნქტის ფარგლებში დაუშვებელია ისეთი შესყიდვის ხელშეკრულების დადება, რომლის მიზანია საქონლის სერიული წარმოება, კომერციული რენტაბელურობის მიღწევა ან ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის ხარჯების ანაზღაურება; ე) თავდაპირველი მიმწოდებლისგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისგან შესყიდვის ობიექტის დამატებით შესყიდვის მიზანია თავდაპირველად შესყიდული შესყიდვის ობიექტის ან მისი კომპონენტის ნაწილობრივ ჩანაცვლება ან ამ შესყიდვის ობიექტის ან მისი კომპონენტის დამატება და შესყიდვის ობიექტის სხვა მიმწოდებლისგან შესყიდვა გამოიწვევს თავდაპირველად შესყიდული შესყიდვის ობიექტის ხარისხის გაუარესებას, მათ შორის, განსხვავებული ტექნიკური პარამეტრების მქონე შესყიდვის ობიექტის შესყიდვას, რაც განაპირობებს შეუთავსებლობას ან შექმნის არაპროპორციულ ტექნიკურ სირთულეს შესყიდვის ობიექტის ექსპლუატაციის ან მოვლა-შენახვის დროს. ასეთი შესყიდვის ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, ხოლო მისი ღირებულება − თავდაპირველი შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულებას; ვ) შესასრულებელია ახალი სამუშაო ან გასაწევია ახალი მომსახურება, რომელიც თავდაპირველი მიმწოდებლისგან შესყიდული სამუშაოს ან მომსახურების იდენტურია. აუცილებელია, აღნიშნული სამუშაო ან მომსახურება შეესაბამებოდეს ძირითად სამუშაოს ან მომსახურებას, რომლის შესასყიდადაც დაიდო თავდაპირველი შესყიდვის ხელშეკრულება. ძირითადი სამუშაოს ან მომსახურების შესყიდვის პირობები უნდა ითვალისწინებდეს დამატებითი სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის შესაძლებლობას, აგრეთვე წესებს, რომელთა შესაბამისადაც გამოყენებული იქნება ეს შესაძლებლობა. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მონეტარული ზღვრების სწორად განსაზღვრისთვის თავდაპირველი შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინოს დამატებითი სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის შესაძლებლობა. ამ ქვეპუნქტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ თავდაპირველი შესყიდვის ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის განმავლობაში, იმ პირობით, რომ დამატებითი სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ღირებულება არ აღემატება თავდაპირველი შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულებას; ზ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული საჯარო შესყიდვა; თ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – რეფორმებისა და სწავლების ცენტრი არჩევნების შეუფერხებლად ჩასატარებლად საჯარო შესყიდვებს საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდში ახორციელებს; ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სახელმწიფო თეატრები, სახელმწიფო ორკესტრები, მუსიკალური ცენტრები, სახელოვნებო სასწავლებლები ან/და ანსამბლები ახორციელებენ სადადგმო და შემოქმედებითი საქმიანობისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვას; კ) ხორციელდება ლაბორატორიული მომსახურების არარეზიდენტი ეკონომიკური ოპერატორისგან შესყიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ბაზარზე შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია არ არსებობს ან არსებული ლაბორატორია ობიექტური მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს ლაბორატორიული მომსახურების გაწევას.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა, მიზანშეწონილი ალტერნატივა არ არსებობს და კონკურენციის არარსებობა შემსყიდველ ორგანიზაციას ხელოვნურად არ გამოუწვევია.

3.შემსყიდველ ორგანიზაციას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის განსახორციელებლად სააგენტოს თანხმობა სჭირდება. შემსყიდველ ორგანიზაციას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით სააგენტოს თანხმობა სჭირდება აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის განსახორციელებლად, თუ იმავე ქვეპუნქტის შესაბამისად შესასყიდი საქონლის/სამუშაოს/მომსახურების ღირებულება ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია. სააგენტოსთან შეთანხმების პროცესი სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრება და ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარიმართება. შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვა საჯაროა და უზრუნველყოფილია ამ მიმართვასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების მიერ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვასთან ერთად განიხილავს დაინტერესებული პირების მიერ აღნიშნულ მიმართვასთან დაკავშირებით გამოხატულ მოსაზრებებს. სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემის შემდეგ სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში სააგენტოსთან იმავე წესით უნდა შეთანხმდეს წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შეთანხმებულ პირობებში ცვლილების შეტანა.

4.წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აგრეთვე შემდეგ შემთხვევებში, თუ ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთი დაფინანსების წყაროდან შესასყიდი შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ჯამური ღირებულება: ა) 10 000 ლარზე ნაკლებია – საქონლის ან მომსახურების შემთხვევაში, ხოლო 20 000 ლარზე ნაკლებია – სამუშაოს შემთხვევაში; ბ) ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საზღვარგარეთ დაფუძნებული ფილიალის, წარმომადგენლობის, შვილობილი საწარმოს მიერ საჯარო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში; გ) 20 000 ლარზე ნაკლებია – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ, აგრეთვე დაზვერვის სააგენტოს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №780 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
წინა მუხლი 32შემდეგი მუხლი 34

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სპოტ ვაჭრობის სტრატეგიის შემუშავება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №16

7
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-06-27
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 88მუხლი 34მუხლი 43მუხლი 48მუხლი 54მუხლი 66მუხლი 78

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 32წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა
  • 26საჯარო შესყიდვის პროცედურები
  • 78საჯარო შესყიდვის პროცედურების თავისებურებები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 129¹საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმება

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 26ერთ პირთან მოლაპარაკება
  • 4განსახორციელებელი შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოები

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 43²საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 165¹⁴საჯარო შესყიდვის პროცედურის შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის გარეშე განხორციელება ან შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის შექმნის წესის დარღვევა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 10²კონკურსი
  • 10¹ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 8აუქციონში მონაწილეობის პირობა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 150გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენების პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
43²165¹⁴10²129¹26478883443485466322633
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს საგადასახა…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს სარკინიგზო…საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო შესყიდვების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026