საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 89. საჩივრის წარდგენის საფასური

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საბჭოსთვის საჩივრის წარსადგენად წესდება საჩივრის წარდგენის საფასური. საჩივრის წარდგენის საფასურის ოდენობაა: ა) საჯარო შესყიდვასთან (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) დაკავშირებული საჩივრისა − საჯარო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, ხოლო წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურასთან დაკავშირებული საჩივრისა – საჯარო შესყიდვის ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და არაუმეტეს 1 000 ლარისა. ამასთანავე, თუ საჯარო შესყიდვა ლოტებად ხორციელდება, საჩივრის წარდგენის საფასურის ოდენობის გამოთვლისას გაითვალისწინება თითოეული ლოტის სავარაუდო ღირებულება; ბ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებული საჩივრისა – ამ პროექტის სავარაუდო ღირებულების 0,15%, მაგრამ არანაკლებ 22 000 ლარისა და არაუმეტეს 150 000 ლარისა.

2.საჩივრის წარდგენის საფასური არ გადაიხდება, თუ საჩივარი ეხება: ა) შესყიდვის პირობებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას/ქმედებას; ბ) გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც არ არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება/ქმედება და განაცხადების/წინადადებების მიღების დაწყებამდე იქნა მიღებული/განხორციელებული; გ) გადაწყვეტილებას, რომლითაც საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადაისინჯა ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.

3.საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ დაკმაყოფილდება.

4.თუ მომჩივანმა საჩივარი გამოიხმო, საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება: ა) სრული ოდენობით − თუ საჩივარი საბჭოს სხდომის გამართვამდეა გამოხმობილი; ბ) ნახევარი ოდენობით − თუ საჩივარი საბჭოს სხდომაზე ან მისი გამართვის შემდეგ არის გამოხმობილი.

5.საჩივრის წარდგენის საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესი განისაზღვრება საბჭოს რეგლამენტით. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1743  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 29 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში დაზუსტდა ფორმულირება (გამონაკლისები, „საჯარო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება“), ხოლო წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის საჩივრის საფასურის ზღვრები 100–500 ლარიდან 500–1 000 ლარამდე შეიცვალა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
383654023⁸19¹24²9042 (და…25555489
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს სამოქალაქო…საჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო ბაჟის შესახ…სახელმწიფო შესყიდვების…სააღსრულებო წარმოებათა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა