საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 96. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ზოგადი წესი

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2029

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, აგრეთვე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება ამ მუხლითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

2.საჯარო შესყიდვების სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ვადა სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ეს ვადა უნდა იყოს სამართალდარღვევის ჩადენიდან არაუმეტეს 3 წლისა.

3.თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია არ შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დამრღვევს წერილობითი შენიშვნა მისცეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, თუ დამრღვევმა იგივე ქმედება ჩაიდინა ამ პუნქტის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ წერილობითი შენიშვნის გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში.

4.საჯარო შესყიდვების სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიზნებისთვის პასუხისმგებელ პირად მიიჩნევა: ა) ფიზიკური პირი, რომელმაცშესაბამისი გადაწყვეტილება/ქმედება მიიღო/განახორციელა; ბ)კოლეგიური ორგანოს წევრი, რომელმაც მხარი დაუჭირა შესაბამისი გადაწყვეტილების/ქმედების მიღებას/განხორციელებას, – თუ გადაწყვეტილება/ქმედება კოლეგიურად იქნა მიღებული/განხორციელებული. თავი XIV გარდამავალი და დასკვნითი დებულებები საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4397 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1687 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2029). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · იცვლება 1 იან. 2029-დან

1. ამ კანონის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, აგრეთვე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება ამ მუხლითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. 2. საჯარო შესყიდვების სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ვადა სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ეს ვადა უნდა იყოს სამართალდარღვევის ჩადენიდან არაუმეტეს 3 წლისა. 3. თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია არ შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დამრღვევს წერილობითი შენიშვნა მისცეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი ვალდებულია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, თუ დამრღვევმა იგივე ქმედება ჩაიდინა ამ პუნქტის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ წერილობითი შენიშვნის გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში. 4. საჯარო შესყიდვების სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიზნებისთვის პასუხისმგებელ პირად მიიჩნევა: ა) ფიზიკური პირი, რომელმაცშესაბამისი გადაწყვეტილება/ქმედება მიიღო/განახორციელა; ბ)კოლეგიური ორგანოს წევრი, რომელმაც მხარი დაუჭირა შესაბამისი გადაწყვეტილების/ქმედების მიღებას/განხორციელებას, – თუ გადაწყვეტილება/ქმედება კოლეგიურად იქნა მიღებული/განხორციელებული. თავი XIV გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 15 ივნ. 2026
  2. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 23 სექ. 2024

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
333638477 (და…43²27262510013306596
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…პერსონალურ მონაცემთა დ…გარემოსდაცვითი პასუხის…ენერგოეფექტურობის შესა…მეზღვაურთა შრომის შესა…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა