საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

მუხლი 1

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 31 აგვ. 1992

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ეს დეკრეტი ადგენს იმ ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესს, რომელიც წარმოიშობა შრომითი ხელშეკრულებით (კონტრაქტით, შეთანხმებით) მომუშავე პირებსა და საწარმოს, დაწესებულების ორგანიზაციის ადმინისტრაციას შორის შრომის კანონმდებლობის, კოლექტიური ხელშეკრულებისა და შრომის შესახებ სხვა შეთანხმებების გამოყენების საკითხებზე, აგრეთვე აწესრიგებს მუშაკისათვის შრომის ახალი პირობების დადგენას ან არსებული პირობების შეცვლას. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციად ითვლება ორგანო, რომელსაც კანონმდებლობით აკისრია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ოპერატიული მართვის ფუნქციები, მიუხედავად მათი სახეობისა, საკუთრებისა და მეურნეობრიობის ფორმისა (ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები, საწარმოს საბჭო, გამგეობა ან სხვა ორგანო, რომელსაც დელეგირებული აქვს საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის მართვის უფლება). ამ დეკრეტით დადგენილი შრომითი დავის განხილვის წესი არ ვრცელდება დავაზე, რომელიც ეხება საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მოქალაქეთა სხვა გაერთიანებების მუშაკთა ხელფასიანი თანამდებობიდან ამრჩევი ორგანოს გადაწყვეტილებით ვადამდე გათავისუფლებას. მოსამართლეების, პროკურორების, მათი მოადგილეებისა და თანაშემწეების, აგრეთვე პროკურატურის გამომძიებლების თანამდებობიდან დათხოვნის მიზეზების ფორმულირებისა და თარიღის შეცვლის, სხვა სამუშაოზე გადაყვანის, დისციპლინური სასჯელის დადების საკითხებზე შრომითი დავის განხილვის თავისებურებანი განისაზღვრება კანონმდებლობით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი - ინდივიდუალური შრომითი დავის გადაწყვეტის წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2642676616250119202014251
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს შრომის კოდ…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს ადმინისტრა…პროფესიული კავშირების …კორუფციის წინააღმდეგ ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა