1.გენერალური აუდიტორისთვის ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ამ კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ან/და დოკუმენტის წარდგენის წესის დარღვევა ან ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს: ა) ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით; ბ) იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, − გამოიწვევს: ა) ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით; ბ) იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3.სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ამ კანონის 51-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლების განხორციელებაში ნებისმიერი სახით ხელის შეშლა − გამოიწვევს: ა) ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; ბ) იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
4.იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, − გამოიწვევს: ა) ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით; ბ) იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1289 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.
