ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

მუხლი 24. პირისთვის/აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის/გარიგების პარტნიორისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ლიანა ზაგაშვილივახტანგ ბარამაშვილიირაკლი ღლონტი

1.პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიერ ამ კანონის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების (გარდა ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა) დარღვევა გამოიწვევს პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის წერილობით გაფრთხილებას ან მისთვის 5 000 ლარამდე ოდენობის ფულადი ჯარიმის დაკისრებას ან/და მისი რეგისტრაციის გაუქმებას. ამასთანავე, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს დროებით, არაუმეტეს 3 წლით აუკრძალოს აუდიტორული მომსახურების განხორციელება ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერა და აუდიტორული ფირმის პარტნიორისთვის/აქციონერისთვის აუდიტორული მომსახურების განხორციელება.

2.ამ კანონის V თავით გათვალისწინებულ აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებული მოთხოვნების (მათ შორის, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების, ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესების, ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული ხარისხის მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნებისა და ამ მართვის მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნების) დარღვევა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ან/და შესაბამისი გარიგების პარტნიორის დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან/და რეესტრიდან ამოღებას.

3.ამ კანონის IV თავით გათვალისწინებულ სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა გამოიწვევს აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის რეგისტრაციის გაუქმებას ან საქმიანობის უფლების აკრძალვას ან/და პირის დაჯარიმებას 1 000 ლარამდე.

4.ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის წერილობით გაფრთხილებას. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია მიიღოს აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5227 – ვებგვერდი, 30.10.2019წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიერ ამ კანონის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების (გარდა ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა) დარღვევა გამოიწვევს პირის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის წერილობით გაფრთხილებას ან მისთვის 5 000 ლარამდე ოდენობის ფულადი ჯარიმის დაკისრებას ან/და მისი რეგისტრაციის გაუქმებას. ამასთანავე, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს დროებით, არაუმეტეს 3 წლით აუკრძალოს აუდიტორული მომსახურების განხორციელება ან/და აუდიტორულ დასკვნაზე ხელის მოწერა და აუდიტორული ფირმის პარტნიორისთვის/აქციონერისთვის აუდიტორული მომსახურების განხორციელება. 2. ამ კანონის V თავით გათვალისწინებულ აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებული მოთხოვნების (მათ შორის, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების, ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესების, ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული ხარისხის მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნებისა და ამ მართვის მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნების) დარღვევა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ან/და შესაბამისი გარიგების პარტნიორის დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან/და რეესტრიდან ამოღებას. 3. ამ კანონის IV თავით გათვალისწინებულ სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა გამოიწვევს აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის რეგისტრაციის გაუქმებას ან საქმიანობის უფლების აკრძალვას ან/და პირის დაჯარიმებას 1 000 ლარამდე. 4. ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის წერილობით გაფრთხილებას. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია მიიღოს აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5227 – ვებგვერდი, 30.10.2019წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 მაი. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართალი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი, AI, კრიპტო

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30202202¹21¹171619232683943¹86824
მითითებამნიშვნელობით ახლოსბუღალტრული აღრიცხვის,ა…საქართველოს სისხლის სა…პერსონალურ მონაცემთა დ…არასაბანკო სადეპოზიტო …უცხოეთის აგენტების რეგ…დაზღვევის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა