Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბიუჯეტო კოდექსიმუხლი 105

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

მუხლი 105. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის განწერა

რედაქცია №69 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მხარჯავი დაწესებულებები ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო ორგანოს წარუდგენენ ინფორმაციას მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების კვარტალური ან/და ყოველთვიური საორიენტაციო განწერის შესახებ.

2.საფინანსო ორგანო მხარჯავ დაწესებულებებთან ერთად იხილავს წარმოდგენილ ინფორმაციას და არსებული რესურსების გათვალისწინებით, ბიუჯეტის კანონის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 15 დღისა იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერის შესახებ.

3.ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერისას ასიგნებების დაფინანსების მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს თავისუფალი ნაშთი იმ პირობით, რომ წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ნაშთის ცვლილების წლიური ოდენობა უცვლელი დარჩება.

4.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენისას მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ასევე წარადგენენ ინფორმაციას მათი და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული, ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 .ბ“ და „ბ 2 .ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლების (გარდა საბიუჯეტო შემოსავლებისა) და ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების თაობაზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოსათვის წარდგენილ, ამ კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში ასევე წარადგენენ ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 .ბ“ და „ბ 2 .ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ან მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციები. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

წინა მუხლი 104შემდეგი მუხლი 106

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №69

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 100მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 47სახელმწიფო ბიუჯეტის განწერა
  • 109ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა
  • 82მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განწერა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 34რესპუბლიკური ბიუჯეტის განწერა
  • 41რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშგება
  • 24საბიუჯეტო განაცხადი  და ზღვრული მოცულობები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 135რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა
  • 120რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება
  • 123რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა კომიტეტში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 104რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა
  • 102რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხილვა პლენარულ სხდომაზე
  • 100რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10064710982104102100135120123344124105
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026