აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

მუხლი 38. ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილება და გამოყენება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებებს განიხილავს კომისია და გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა) წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით.

2.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგებიდან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადასარიცხი დივიდენდები, მთლიანად მიიმართება რესპუბლიკურ ბიუჯეტში.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომისიას უფლება აქვს განიხილოს საკითხი  ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს წმინდა მოგებიდან საწარმოსათვის დატოვების შესახებ.

4.ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება  ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილების, გამოყენების და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებულად მიმართვის შესახებ.

5.ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს, რომლის აქციები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. თავი VII რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების აღრიცხვა და  ანგარიშგება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1326¹114¹2598¹252618018130372538
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …მეწარმეთა შესახებსაქართველოს საგადასახა…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს ეროვნული ბ…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა