Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანავთობისა და გაზის შესახებმუხლი 13

ნავთობისა და გაზის შესახებ

მუხლი 13. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025
თემები:კომერციული ხელშეკრულებებისამშენებლო ნებართვებიენერგიის წარმოებასპონსორობაკინო და ტელევიზიატრანსსასაზღვრო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დადებასთან, განხორციელებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა პირობები, აგრეთვე მხარეთა უფლება-მოვალეობები წესრიგდება ამ კანონით.

2.პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების დადების, განხორციელებისა და შეწყვეტის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობები, აგრეთვე სამუშაოები, რომლებიც არ წესრიგდება ამ კანონით ან არ არის განსაზღვრული ხელშეკრულების პირობებით, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3.თუ ინვესტორი არის იურიდიული პირების გაერთიანება (კონსორციუმი), რომელიც არ არის იურიდიული პირი, მის თითოეულ წევრს ეკისრება სოლიდარული (ერთობლივი და ცალკეული) პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები ენიჭება პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შესაბამისად. პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება იდება კონსორციუმის მიერ დანიშნულ მის ერთ-ერთ წევრთან, რომელსაც გადაეცემა შესაბამისი უფლებამოსილებანი.

4.პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია გაიცემა ავტომატურად, სააგენტოს მიერ ამ ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის განმავლობაში. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია ამტკიცებს ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღით სარგებლობისა და ნავთობისა და გაზის სამუშაოების განხორციელების ექსკლუზიური უფლების ინვესტორისთვის გადაცემას პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შესასრულებლად და შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე  ბუნებრივი წყალბადის შემცველი წიაღით სარგებლობისა და ბუნებრივი წყალბადის სამუშაოების განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის პირობები პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების პირობების იდენტური უნდა იყოს. გეოლოგიური მინაკუთვნი ან/და სამთო მინაკუთვნი საჭიროების შემთხვევაში გაიცემა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიასთან ერთად.

5.პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება მოიცავს: ა) ინვესტორის მიერ სამუშაო პროგრამისა და ბიუჯეტის შესაბამისად ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების პრინციპებს, წესებსა და პროცედურებს, ანუ იმ ხარჯების და დანახარჯების განსაზღვრას, რომლებიც ნაზღაურდება მოპოვებული პროდუქციიდან ინვესტორის საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის სახით; ბ) სახელმწიფოს საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის ოდენობას; გ) საბაზისო ნავთობისა და გაზის ოდენობას; დ) ნავთობისა და გაზის ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის მოგების განაწილების წესებსა და პროცედურას; ე) ბუნებრივი რესურსებით (ნავთობითა და გაზით) სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის წესებსა და პროცედურას ფართობზე მოპოვებული ნავთობისა და გაზის მოცულობის მიხედვით, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ეს წესები უნდა შეიცავდეს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახელმწიფოსათვის გადახდის აუცილებლობის პირობას საკომპენსაციო და საბაზისო ნავთობისა და გაზის დაბრუნებამდე ან მოგებული ნავთობისა და გაზის განაწილებამდე; ვ) ინვესტორის უფლებას, გაიტანოს თავისი წილი საკომპენსაციო და მოგებული ნავთობი და გაზი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის გარეშე, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ზ) ინვესტორის ან მისი სახელით ან/და დავალებით საოპერაციო კომპანიის მიერ გადასახდელ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემდეგ გადასახადებს და გადასახდელებს: ზ.ა) მოგების გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე; ზ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელს იმ ოდენობის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. მოგების გადასახადის გამოთვლისას ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი ექვემდებარება გამოქვითვას; ზ.გ) ქონების (მიწის) გადასახადს იმ განაკვეთის მიხედვით, რომელიც გამოიყენებოდა ხელშეკრულების დადების მომენტში და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. მოგების გადასახადის გამოთვლისას მიწის გადასახადი ექვემდებარება გამოქვითვას; ზ.დ) შესაბამის სოციალურ გადასახადებს; ზ.ე) სალიცენზიო და სხვა მოსაკრებლებსა და ბონუსს საქართველოს კანონმდებლობის, ამ კანონისა და ხელშეკრულების შესაბამისად; ზ.ვ) იმპორტის გადასახადსა და დამატებული ღირებულების გადასახადს, თუ საქართველოს ტერიტორიაზე ინვესტორისა და საოპერაციო კომპანიის მიერ შეთანხმებული პროექტით ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შემოზიდული და ამ კანონის შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით იმპორტის გადასახადისა და დამატებული ღირებულების გადასახადისაგან განთავისუფლებული მოწყობილობა-დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები, სათადარიგო ნაწილები და მასალები გაიყიდება ან სხვა ფორმით გასხვისდება ან გამოიყენება სხვა მიზნით, გარდა ამ კანონით განსაზღვრულ ნავთობის ეროვნულ კომპანიას, ინვესტორებსა და საოპერაციო კომპანიებს შორის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად მათი მიწოდებისა ან/და სხვა ფორმით გადაცემისა; ზ.ზ) დამატებული ღირებულების გადასახადს ინვესტორის მიერ თავისი წილი ნავთობისა და გაზის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაყიდვის შემთხვევაში; თ) ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შემდეგ საგადასახადო უფლება-მოვალეობებს: თ.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი და ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების პროექტით შეთანხმებული მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა თავისუფლდება იმპორტის გადასახადისაგან და დამატებული ღირებულების გადასახადისაგან; თ.ბ) უცხოელ თანამშრომლებს და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებს აქვთ პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე საქართველოში იმპორტისა და საქართველოდან რეექსპორტის უფლება. ასეთი ქონების საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვის ან სხვა ფორმით გასხვისების შემთხვევაში გადაიხდება იმპორტის გადასახადი და სხვა გადასახადები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; თ.გ) ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს პირობას, რომლითაც ხელშეკრულების ის მხარე, რომელიც იღებს სახელმწიფოს კუთვნილი მოგებული ნავთობისა და გაზის წილს, იღებს ვალდებულებას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეასრულოს მეორე მხარისთვის/მხარეებისთვის (ინვესტორისთვის/ინვესტორებისთვის) დაკისრებული მოგების გადასახადისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებები. ასეთი პირობის არსებობისას ინვესტორის ეს საგადასახადო ვალდებულებები შესრულებულად ითვლება და სახელმწიფოს უფლება არა აქვს ჰქონდეს რაიმე პრეტენზია ინვესტორის მიმართ ამ ვალდებულებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო ორგანოები ყოველწლიურად ინვესტორის სახელზე გასცემენ გადასახდელების (გადასახადის და მოსაკრებლის) გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს; თ.დ) ინვესტორისა და საოპერაციო კომპანიის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული ნავთობისა და გაზის ოპერაციები თავისუფლდება გადასახადისა და ყველა სხვა გადასახდელისაგან; ი) საფინანსო და სააღრიცხვო პროცედურების წარმოების შემდეგ წესებს: ი.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას ინვესტორი (ან ინვესტორის მითითებით საოპერაციო კომპანია) აღრიცხავს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას და ინახავს ანგარიშებს. საფინანსო და სააღრიცხვო პროცედურები წარმოებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ი.ბ) საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება წარმოებს ეროვნული ვალუტით და აშშ დოლარებით; ი.გ) მოდელურ ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების დანართში დეტალურად განისაზღვრება ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯები; დგინდება პროდუქციის აღრიცხვის, გაანგარიშებისა და ანგარიშების წარდგენის პროცედურები, აგრეთვე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადის, კომპენსაციის, მოგებული ნავთობისა და გაზის განაწილებისა და მოგების გადასახადის გაანგარიშების პროცედურები; ი.დ) ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს დეტალურ დებულებებს, რომლებიც ეხება სავალდებულო სამუშაო პროგრამას, ინვესტორის მინიმალურ დანახარჯებს დროის მიხედვით და უცხო ქვეყნებში გასაწევ შესაძლო მაქსიმალურ დანახარჯებს; კ) საბანკო ანგარიშების წარმოების და უცხოური ვალუტის გადაცვლის შემდეგ წესებს: კ.ა) ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების მიზნით ინვესტორს, აფილირებულ კომპანიას და საოპერაციო კომპანიას უფლება აქვთ საქართველოში და უცხო ქვეყნებში გახსნან, შეინახონ და გამოიყენონ საბანკო ანგარიში უცხოურ ვალუტაში, ხოლო საქართველოში – ადგილობრივი სავალუტო ანგარიშები; კ.ბ) ინვესტორს, აფილირებულ კომპანიას და საოპერაციო კომპანიას უფლება აქვთ საბანკო ანგარიშზე მიიღონ და შეინახონ ხელშეკრულებით განსაზღვრული მათი კუთვნილი პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები, განახორციელონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ანგარიშსწორება, აგრეთვე შეზღუდვის გარეშე გამოიყენონ ანგარიშზე არსებული თანხები; ლ) სტაბილიზაციის პირობებს, რომელთა მიხედვითაც სახელმწიფოს შეუძლია წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაში შეიტანოს დებულება იმის შესახებ, რომ თუ ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი იქნება ცვლილება (გარემოს, კულტურული მემკვიდრეობისა და საწარმოო უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნების ცვლილებების გარდა), რომელიც გააუარესებს ინვესტორის საგადასახადო ვალდებულებებს, სახელმწიფო თანახმაა შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები პროდუქციის წილობრივი განაწილების მოქმედ ხელშეკრულებაში, რათა ინვესტორმა შეინარჩუნოს იგივე ეკონომიკური პირობები, რაც მას ჰქონდა საკანონმდებლო ცვლილებამდე; მ) საოპერაციო კომპანიის მიზნებს და შემდეგ ფუნქციებსა და მოვალეობებს: მ.ა) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისას ოპერატორის ფუნქციების შესრულება (მათ შორის, პერსონალის დასაქმება და ანაზღაურების საკითხები) ინვესტორის სახელით და მისი მითითებების მიხედვით, რაც უნდა შეესაბამებოდეს სამუშაო პროგრამასა და ბიუჯეტს და ათვისების გეგმას. ინვესტორი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საოპერაციო კომპანიის მიერ ამ პროგრამებისა და გეგმების განხორციელების მიზნით შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებაზე; მ.ბ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოება არაკომერციული საწარმოს პრინციპით ყოველგვარი აქტივების მფლობელობის გარეშე, ნავთობისა და გაზის მრეწველობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; მ.გ) დამტკიცებული სამუშაო პროგრამების და ბიუჯეტების, აგრეთვე ინვესტორის მითითებების შესაბამისად დანადგარების, მოწყობილობების, დამხმარე მასალების შეძენაზე პასუხისმგებლობა, ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული მომსახურების მიმწოდებლებთან და ბითუმად მოვაჭრე ფირმებთან ინვესტორის სახელით ქვეკონტრაქტებისა და მომსახურების ხელშეკრულებების დადება; მ.დ) პერსონალის მომზადების პროგრამისა და მისი ყოველწლიური ბიუჯეტის მომზადება და საკოორდინაციო კომიტეტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა, დამტკიცებული პროგრამის განხორციელება და ბიუჯეტის შესრულება; მ.ე) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული ხარჯებისა და დანახარჯების სრული და ზუსტი აღრიცხვა ამ კანონის და ხელშეკრულების შესაბამისად; მ.ვ) საკოორდინაციო კომიტეტის სხდომების მომზადება და ამ კომიტეტისთვის მის მიერ განხილული და დამტკიცებული საკითხების შესახებ ინფორმაციის წარდგენა; მ.ზ) ინვესტორის თხოვნით მისთვის დახმარების გაწევა საკოორდინაციო კომიტეტისათვის ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების შესახებ ანგარიშების წარდგენაში; მ.თ) ხელშეკრულების მონაწილე ყველა მხარისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული იმ ინფორმაციის და ანგარიშების მიწოდების უზრუნველყოფა, რომლებსაც მოითხოვენ მხარეები; ნ) ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების პირობებს ამ კანონის მე-10 მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების არსებობის შემთხვევაში. საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414 საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5968 - ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №671 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 30 ივნ. 2025· გამოქვეყნდა 16 ივნ. 2025
  2. 12 აპრ. 2012
  3. 3 იან. 2007
  4. 1 ივნ. 2006· გამოქვეყნდა 30 მაი. 2006
  5. 20 მარ. 2001
წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მიწოდებისა და დისტრიბუციის ხელშეკრულებები23 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქციონერთა შეთანხმებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბრენდთან პარტნიორობის ხელშეკრულება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნავთობისა და გაზის სამართალი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-12 · №33

0
ციტირებულია მუხლი
5
ცვლილება
ბოლო 2025-06-16
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 10¹ნავთობის ეროვნული კომპანიისთვის ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების უფლების მინიჭება
  • 10ინვესტორისთვის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლებების მინიჭების პროცედურა
  • 11ხელშეკრულების სახეები

მეწარმეთა შესახებ

  • 30წილის განკარგვა
  • 141შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილის გადაცემა
  • 72მიერთებისა და შეძენით გაყოფის განსაკუთრებული შემთხვევები

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 26¹სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილება და გამოყენება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 40ბუნებრივი გაზის მწარმოებლის უფლებები
  • 45ქონებრივი განცალკევება

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 50საწარმოს გადაცემა

საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლოატაციის და ამ საშუალებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ

  • 4—

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 16¹ინტერესთა კონფლიქტი და ინფორმაციის განცხადება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16¹1010¹11426¹504045301417213
მითითებამნიშვნელობით ახლოსნავთობისა და გაზის შეს…მეწარმეთა შესახებსაქართველოს საბიუჯეტო …ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს შრომის კოდ…საქართველოს ტერიტორიაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 12 ივნ. 2025