Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 181

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 181. სააქციო საზოგადოებაში დივიდენდის გაცემის წესი

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:წილებისა და აქციების შეფასებასაწარმოს ღირებულების განსაზღვრაბიზნესის დაფუძნება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია შუალედური ან წლიური ფინანსური შედეგების მიხედვით, კანონით დადგენილი წესით მიიღოს განთავსებულ აქციებზე დივიდენდის სახით მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) დივიდენდის განაწილებამდე ან დივიდენდის განაწილების შედეგად სააქციო საზოგადოების ბოლო ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნული წმინდა აქტივის ოდენობა იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე განთავსებული კაპიტალის ოდენობა და კანონით ან წესდებით გათვალისწინებული იმ რეზერვების ოდენობა, რომელთა აქციონერებზე განაწილება დაუშვებელია; ბ) გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობა აღემატება ბოლო ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნულ, ხოლო შუალედური დივიდენდის შემთხვევაში − ბოლო ფინანსური ანგარიშგების შედგენის შემდეგ მიღებულ, სააქციო საზოგადოების წმინდა მოგებისთვის წინა წლების გაუნაწილებელი მოგებისა და თავისუფალი რეზერვებიდან გამოთავისუფლებული სახსრების დამატებით და წინა წლების დაუფარავი ზარალისა და კანონით ან წესდებით დადგენილ რეზერვებში გადასარიცხი თანხების გამოკლებით მიღებულ ოდენობაზე; გ) დივიდენდის გადახდის დღისთვის ან დივიდენდის გადახდის შედეგად სააქციო საზოგადოება გადახდისუუნარო გახდება ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დადგება.

2.თუ განთავსებული კაპიტალის მოუთხოვნელი ნაწილი საბალანსო დოკუმენტში აღნიშნულ აქტივებში მითითებული არ არის, მისი ღირებულება უნდა გამოაკლდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განთავსებულ კაპიტალს.

3.დივიდენდი გადახდილი უნდა იქნეს ფულით, თუ დივიდენდის გადახდის შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილებით დივიდენდის სხვა ქონებით გაცემა დადგენილი არ არის.

4.დივიდენდის გადახდის (მათ შორის, დივიდენდის მოცულობისა და თითოეული სახის აქციაზე დივიდენდის გაცემის ფორმის) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება. დივიდენდის მოცულობა არ შეიძლება აღემატებოდეს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მიერ, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს მიერ 2/3-ის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით რეკომენდებულ ოდენობას.

5.დივიდენდის გაცემის ვადა და წესი განისაზღვრება წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით. დივიდენდის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საერთო კრების მიერ დივიდენდის გადახდის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 6 თვეს, თუ წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით დივიდენდის გაცემის უფრო მცირე ვადა არ არის დადგენილი.

6.აქციონერზე გაცემული დივიდენდი, რომელსაც ეს აქციონერი არ მიიღებს, დივიდენდის გადახდის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 5 წლის შემდეგ უნდა გაუქმდეს და სააქციო საზოგადოებისთვის მისი მოთხოვნა დაუშვებელია.

7.წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს დივიდენდის აქციასთან დაკავშირებული შენატანის განხორციელებული ნაწილის პროპორციულად განაწილებას.

რედაქციების შედარება

1. სააქციო საზოგადოება უფლებამოსილია შუალედური ან წლიური ფინანსური შედეგების მიხედვით, კანონით დადგენილი წესით მიიღოს განთავსებულ აქციებზე დივიდენდის სახით მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა) დივიდენდის განაწილებამდე ან დივიდენდის განაწილების შედეგად სააქციო საზოგადოების ბოლო ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნული წმინდა აქტივის ოდენობა იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე განთავსებული კაპიტალის ოდენობა და კანონით ან წესდებით გათვალისწინებული იმ რეზერვების ოდენობა, რომელთა აქციონერებზე განაწილება დაუშვებელია; ბ) გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობა აღემატება ბოლო ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნულ, ხოლო შუალედური დივიდენდის შემთხვევაში − ბოლო ფინანსური ანგარიშგების შედგენის შემდეგ მიღებულ, სააქციო საზოგადოების წმინდა მოგებისთვის წინა წლების გაუნაწილებელი მოგებისა და თავისუფალი რეზერვებიდან გამოთავისუფლებული სახსრების დამატებით და წინა წლების დაუფარავი ზარალისა და კანონით ან წესდებით დადგენილ რეზერვებში გადასარიცხი თანხების გამოკლებით მიღებულ ოდენობაზე; გ) დივიდენდის გადახდის დღისთვის ან დივიდენდის გადახდის შედეგად სააქციო საზოგადოება გადახდისუუნარო გახდება ან გადახდისუუნარობის საშიშროების წინაშე დადგება. 2. თუ განთავსებული კაპიტალის მოუთხოვნელი ნაწილი საბალანსო დოკუმენტში აღნიშნულ აქტივებში მითითებული არ არის, მისი ღირებულება უნდა გამოაკლდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განთავსებულ კაპიტალს. 3. დივიდენდი გადახდილი უნდა იქნეს ფულით, თუ დივიდენდის გადახდის შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილებით დივიდენდის სხვა ქონებით გაცემა დადგენილი არ არის. 4. დივიდენდის გადახდის (მათ შორის, დივიდენდის მოცულობისა და თითოეული სახის აქციაზე დივიდენდის გაცემის ფორმის) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება. დივიდენდის მოცულობა არ შეიძლება აღემატებოდეს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მიერ, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს მიერ 2/3-ის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით რეკომენდებულ ოდენობას. 5. დივიდენდის გაცემის ვადა და წესი განისაზღვრება წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით. დივიდენდის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საერთო კრების მიერ დივიდენდის გადახდის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 6 თვეს, თუ წესდებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით დივიდენდის გაცემის უფრო მცირე ვადა არ არის დადგენილი. 6. აქციონერზე გაცემული დივიდენდი, რომელსაც ეს აქციონერი არ მიიღებს, დივიდენდის გადახდის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან 5 წლის შემდეგ უნდა გაუქმდეს და სააქციო საზოგადოებისთვის მისი მოთხოვნა დაუშვებელია. 7. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს დივიდენდის აქციასთან დაკავშირებული შენატანის განხორციელებული ნაწილის პროპორციულად განაწილებას.

წინა მუხლი 180შემდეგი მუხლი 182

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სააქციო საზოგადოების დაფუძნება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აქციონერთა შორის დავის მიზნებისთვის ბიზნესის შეფასებასერვისის გვერდი
  • კომპანიის წილის საბაზრო ღირებულების შეფასებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 170

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 31დივიდენდის მიღების უფლება
  • 165ახალი აქციების გამოშვება სააქციო საზოგადოების საკუთარი ქონების ხარჯზე
  • 145შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დივიდენდის განაწილება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 98¹განაწილებული მოგება

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 22დივიდენდები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

  • 13³სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგების განაწილება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 76აქტივების განაწილება

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 44პენსიის გაცემა
  • 7უფლება საპენსიო აქტივებზე

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

  • 10დივიდენდის, პროცენტისა და ძირითადი თანხის გადახდა

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 26¹სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილება და გამოყენება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 38ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილება და გამოყენება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2226¹98¹13³76170311651453844710181
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს საგადასახა…არასაბანკო სადეპოზიტო …სასოფლო-სამეურნეო კოოპ…საინვესტიციო ფონდების …ნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025