წყლის რესურსების მართვის შესახებ

მუხლი 27. ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის მიზნობრივი მაჩვენებლები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თითოეული ზედაპირული წყლის ობიექტისთვის, რომელიც ხასიათდება წყლის საშუალო, ცუდი ან ძალიან ცუდი სტატუსით, დგინდება წყლის სტატუსის მიზნობრივი მაჩვენებლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წყლის ობიექტი განიცდის ძლიერ ანთროპოგენურ ზემოქმედებას, ან მისი ბუნებრივი მდგომარეობა იმგვარია, რომ შეუძლებელია წყლის კარგი სტატუსის მიღწევა, ან მოითხოვს არაადეკვატური ხარჯის გაწევას. ასეთ შემთხვევაში, დასაშვებია ნაკლებად მკაცრი გარემოსდაცვითი მიზნების დასახვა და წყლის სტატუსის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილების ღონისძიებების განხორციელება.

2.თითოეული ზედაპირული წყლის ობიექტისთვის მიზნობრივ მაჩვენებელს წარმოადგენს მისი „წყლის კარგი სტატუსი“, „კარგი ეკოლოგიური სტატუსის“ და „კარგი ქიმიური სტატუსის“ ჩათვლით, ხოლო ძლიერ მოდიფიცირებული წყლის ობიექტის ან/და წყლის ხელოვნური ობიექტისთვის − „კარგი ეკოლოგიური პოტენციალი“ და „კარგი ქიმიური სტატუსი“.

3.თითოეული მიწისქვეშა წყლის ობიექტისთვის, რომელიც ხასიათდება წყლის ცუდი რაოდენობრივი და ხარისხობრივი სტატუსით, დგინდება წყლის სტატუსის მიზნობრივი მაჩვენებლები.

4.თითოეული მიწისქვეშა წყლის ობიექტისთვის მიზნობრივ მაჩვენებელს წარმოადგენს მისი კარგი რაოდენობრივი და ქიმიური სტატუსი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თითოეული ზედაპირული წყლის ობიექტისთვის, რომელიც ხასიათდება წყლის საშუალო, ცუდი ან ძალიან ცუდი სტატუსით, დგინდება წყლის სტატუსის მიზნობრივი მაჩვენებლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წყლის ობიექტი განიცდის ძლიერ ანთროპოგენურ ზემოქმედებას, ან მისი ბუნებრივი მდგომარეობა იმგვარია, რომ შეუძლებელია წყლის კარგი სტატუსის მიღწევა, ან მოითხოვს არაადეკვატური ხარჯის გაწევას. ასეთ შემთხვევაში, დასაშვებია ნაკლებად მკაცრი გარემოსდაცვითი მიზნების დასახვა და წყლის სტატუსის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილების ღონისძიებების განხორციელება. 2.თითოეული ზედაპირული წყლის ობიექტისთვის მიზნობრივ მაჩვენებელს წარმოადგენს მისი „წყლის კარგი სტატუსი“, „კარგი ეკოლოგიური სტატუსის“ და „კარგი ქიმიური სტატუსის“ ჩათვლით, ხოლო ძლიერ მოდიფიცირებული წყლის ობიექტის ან/და წყლის ხელოვნური ობიექტისთვის − „კარგი ეკოლოგიური პოტენციალი“ და „კარგი ქიმიური სტატუსი“. 3. თითოეული მიწისქვეშა წყლის ობიექტისთვის, რომელიც ხასიათდება წყლის ცუდი რაოდენობრივი და ხარისხობრივი სტატუსით, დგინდება წყლის სტატუსის მიზნობრივი მაჩვენებლები. 4. თითოეული მიწისქვეშა წყლის ობიექტისთვის მიზნობრივ მაჩვენებელს წარმოადგენს მისი კარგი რაოდენობრივი და ქიმიური სტატუსი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2026

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
82²29282639 (დ…32 (დ…12 (დ…12 (დ…84226281627
მითითებამნიშვნელობით ახლოსწყლის რესურსების მართვ…ნაგავსაყრელის მოწყობის…გარემოს დაცვის შესახებსამრეწველო ემისიების შ…საქართველოს ადმინისტრა…მუნიციპალური ნარჩენები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა