Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 12 (დანართი 1)

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 12 (დანართი 1). ნიადაგის და წყლის დაცვა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234568

1.ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობა და ფორმა/სტრუქტურა იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ დაცული იქნას ნიადაგის, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების დაბინძურების პრევენციის პირობები და უზრუნველყოფილ იქნას გამონაჟონის ეფექტური შეგროვება. ნიადაგის, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების დაცვა მიიღწევა გეოლოგიური ბარიერისა და ქვედა საიზოლაციო ფენის ერთობლიობით ოპერირების ფაზაში და გეოლოგიური ბარიერისა და ზედა საიზოლაციო ფენის შეთავსებით დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე.

2.გეოლოგიური ბარიერი განისაზღვრება ნაგავსაყრელის ქვეშ და მის ახლოს არსებული გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობებით, რათა უზრუნველყოფილ იქნას ნიადაგისა და გრუნტის წყლების დაბინძურების თავიდან აცილება და დაბინძურებასთან დაკავშირებული რისკების  შემცირება.

3.ნაგავსაყრელის ფსკერი და გვერდები უნდა შედგებოდეს მინერალური ფენებისგან, რომელიც ნიადაგის, მიწისქვეშა წყლებისა და ზედაპირული წყლების დასაცავად, უნდა აკმაყოფილებდეს გამტარუნარიანობისა და სისქის მოთხოვნებს ქვემოთ მოცემული სულ მცირე  შემდეგი კოეფიციენტით: ა) სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი: გამტარუნარიანობის კოეფიციენტი (K) ≤ 1,0 x 10 -9 მეტრი/წამში (მ/წ), ხოლო სისქე ≥ 5 მეტრი; ბ) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი: გამტარუნარიანობის კოეფიციენტი (K) ≤ 1,0 x 10 -9 მეტრი/წამში (მ/წ), ხოლო სისქე ≥1 მეტრი; გ) ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელი: გამტარუნარიანობის კოეფიციენტი (K) ≤ 1,0 x 10 - 7 მეტრი/წამში (მ/წ), ხოლო სისქე ≥1 მეტრი.

4.თუ გეოლოგიური ბარიერი ბუნებრივად არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, შესაძლებელია ეკვივალენტური შედეგის მისაღებად გამოყენებულ იქნეს  სხვა ხელოვნური საშუალებები.

5.ხელოვნურად შექმნილი გეოლოგიური ბარიერი არ უნდა იყოს 0,5 მეტრზე ნაკლები სისქის.

6.სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელებზე გამონაჟონის შეგროვების მიზნით გეოლოგიურ ბარიერთან ერთად დამატებით უნდა არსებობდეს საიზოლაციო სისტემა შემდეგი კომპონენტების გამოყენებით: ა) ხელოვნური საიზოლაციო ფენა; ბ) სადრენაჟო ფენა ( > 0.5 მ) 7. გარემოსთვის პოტენციური საფრთხის არსებობის გამო, გამონაჟონის წარმოქმნის პრევენციული ზომების მიღების აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ იქნეს ზედა საიზოლაციო სისტემის მოწყობა: ა) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელებისთვის: აირის სადრენაჟო ფენა, გაუმტარი მინერალური ფენა, სადრენაჟო ფენა (>0.5 მ) და მიწისზედა საფარი (>1მ); ბ) სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელებისთვის: ხელოვნური საიზოლაციო ფენა, გაუმტარი მინერალური ფენა, სადრენაჟო ფენა (>0.5 მ) და მიწისზედა საფარი (>1მ).

8.სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას შეიძლება, ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები სრულად არ გამოიყენოს, თუ  გარემოსდაცვითი რისკების შეფასების საფუძველზე დადგინდება, რომ გამონაჟონის შეგროვება და დამუშავება არ არის აუცილებელი ან ნაგავსაყრელი არ წარმოადგენს საფრთხეს ნიადაგის, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლებისთვის. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №324 - ვებგვერდი, 07.08.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 11 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 13 (დანართი 1)

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნიადაგის დაბინძურების სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 6 აგვ. 2025 · №4

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 14 (დანართი 1)ნაგავსაყრელის გეოლოგიური ბარიერის შერჩევის პირობები
  • 15 (დანართი 1)ნაგავსაყრელის ქვედა საიზოლაციო ფენის სისტემა
  • 29 (დანართი 1)დამატებითი მოთხოვნები ნაგავსაყრელის მოწყობის მიმართ

ნიადაგის დაცვის შესახებ

  • 3ნიადაგის დაცვის ღონისძიებები და საშუალებები

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 29წყლის რესურსების დაცვის ძირითადი მოთხოვნები
  • 13წყალსარგებლობის ზოგადი პირობები
  • 30მოთხოვნები ურბანული ჩამდინარე წყლის გაწმენდასთან დაკავშირებით

წყლის შესახებ

  • 15წყლის დანაგვიანებისა და დაბინძურებისაგან დაცვა
  • 16წყლის დაცვა დაშრეტისაგან
  • 84წყლის დაცვისა და გამოყენების ნორმები

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

  • 5ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებები

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 21ნაგავსაყრელის კატეგორიები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
515168432114 (დ…15 (დ…29 (დ…29133012 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსნაგავსაყრელის მოწყობის…ნიადაგის დაცვის შესახე…წყლის რესურსების მართვ…წყლის შესახებნიადაგების კონსერვაციი…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 6 აგვ. 2025 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026