Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაწყლის რესურსების მართვის შესახებმუხლი 26

წყლის რესურსების მართვის შესახებ

მუხლი 26. წყლის ობიექტების კლასიფიკაცია

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.წყლის ობიექტების კლასიფიკაცია წარმოებს მათი ეკოლოგიური სტატუსის მიხედვით.

2.ზედაპირული წყლის ობიექტის კლასიფიკაციის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს წყლის რაოდენობრივი, ბიოლოგიური, ჰიდრომორფოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური, ხოლო მიწისქვეშა წყლის ობიექტის შემთხვევაში − გეოლოგიურ-ჰიდროლოგიური, წყლის რაოდენობრივი და ფიზიკურ-ქიმიური და ხარისხობრივი მაჩვენებლები. ეს მაჩვენებლები განსაზღვრავს ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის სტატუსს.

3.წყლის ხელოვნური ობიექტის და ძლიერ მოდიფიცირებული ზედაპირული წყლის ობიექტის დიფერენციაცია წარმოებს მათთან ყველაზე მეტად დაახლოებული ზედაპირული წყლის მახასიათებლებიდან გამომდინარე.

4.ეკოლოგიური სტატუსიდან გამომდინარე (რომელსაც განსაზღვრავს წყლის ობიექტის ბიოლოგიური, ჰიდრომორფოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები), ზედაპირული წყლის ობიექტი კლასიფიცირდება შემდეგი სტატუსის მქონე ობიექტებად: ა) მაღალი; ბ) კარგი; გ) დამაკმაყოფილებელი (საშუალო); დ) ცუდი; ე) ძალიან ცუდი.

5.ქიმიური სტატუსიდან გამომდინარე, ზედაპირული წყლის ობიექტი კლასიფიცირდება შემდეგი სტატუსის მქონე ობიექტებად: ა) კარგი; ბ) ცუდი.

6.მიწისქვეშა წყლის სტატუსიდან გამომდინარე,მიწისქვეშა წყლის ობიექტი კლასიფიცირდება შემდეგი სტატუსის მქონე ობიექტებად: ა) კარგი რაოდენობრივი სტატუსის მქონე მიწისქვეშა წყლის ობიექტი; ბ) ცუდი რაოდენობრივი სტატუსის მქონე მიწისქვეშა წყლის ობიექტი; გ) კარგი ქიმიური სტატუსის მქონე მიწისქვეშა წყლის ობიექტი; დ) ცუდი ქიმიური სტატუსის მქონე მიწისქვეშა წყლის ობიექტი.

7.ძლიერ მოდიფიცირებული წყლის ობიექტი ან/და წყლის ხელოვნური ობიექტი ეკოლოგიური პოტენციალის მიხედვით კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ა) მაღალი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე; ბ) კარგი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე; გ) დამაკმაყოფილებელი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე; დ) ცუდი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე; ე) ძალიან ცუდი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე.

8.წყლის ობიექტების კლასიფიკაციის კრიტერიუმები განისაზღვრება „წყლის ობიექტების ეკოლოგიური სტატუსისა და ეკოლოგიური პოტენციალის კლასიფიკაციის მეთოდოლოგიით“, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

9.ყველა ტიპის ზედაპირული წყლის ობიექტისთვის განისაზღვრება ტიპური ფონური ჰიდრომორფოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური პირობები, რომლებიც შეესაბამება მაღალი ეკოლოგიური სტატუსის, ან ძლიერ მოდიფიცირებული წყლის ობიექტის ან/და წყლის ხელოვნური ობიექტის შემთხვევაში − მაღალი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე ამავე ტიპის წყლის ობიექტების შესაბამის მაჩვენებლებს, რაც წარმოადგენს წყლის ხარისხის სტანდარტის დადგენის საფუძველს. მაღალი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე ზედაპირული წყლის ფონური მაჩვენებლების გადახედვა წარმოებს ყოველ 6 წელიწადში.

10.ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტი არის კონკრეტული დამაბინძურებლის ან/და დამაბინძურებელთა ჯგუფის ზღვრული კონცენტრაცია წყალში ან ნალექში, რომლის გადამეტება დაუშვებელია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით.

11.ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტები განისაზღვრება „ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წყლის ობიექტების კლასიფიკაცია წარმოებს მათი ეკოლოგიური სტატუსის მიხედვით. 2. ზედაპირული წყლის ობიექტის კლასიფიკაციის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს წყლის რაოდენობრივი, ბიოლოგიური, ჰიდრომორფოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური, ხოლო მიწისქვეშა წყლის ობიექტის შემთხვევაში − გეოლოგიურ-ჰიდროლოგიური, წყლის რაოდენობრივი და ფიზიკურ-ქიმიური და ხარისხობრივი მაჩვენებლები. ეს მაჩვენებლები განსაზღვრავს ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის სტატუსს. 3. წყლის ხელოვნური ობიექტის და ძლიერ მოდიფიცირებული ზედაპირული წყლის ობიექტის დიფერენციაცია წარმოებს მათთან ყველაზე მეტად დაახლოებული ზედაპირული წყლის მახასიათებლებიდან გამომდინარე. 4. ეკოლოგიური სტატუსიდან გამომდინარე (რომელსაც განსაზღვრავს წყლის ობიექტის ბიოლოგიური, ჰიდრომორფოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები), ზედაპირული წყლის ობიექტი კლასიფიცირდება შემდეგი სტატუსის მქონე ობიექტებად: ა) მაღალი; ბ) კარგი; გ) დამაკმაყოფილებელი (საშუალო); დ) ცუდი; ე) ძალიან ცუდი. 5. ქიმიური სტატუსიდან გამომდინარე, ზედაპირული წყლის ობიექტი კლასიფიცირდება შემდეგი სტატუსის მქონე ობიექტებად: ა) კარგი; ბ) ცუდი. 6. მიწისქვეშა წყლის სტატუსიდან გამომდინარე,მიწისქვეშა წყლის ობიექტი კლასიფიცირდება შემდეგი სტატუსის მქონე ობიექტებად: ა) კარგი რაოდენობრივი სტატუსის მქონე მიწისქვეშა წყლის ობიექტი; ბ) ცუდი რაოდენობრივი სტატუსის მქონე მიწისქვეშა წყლის ობიექტი; გ) კარგი ქიმიური სტატუსის მქონე მიწისქვეშა წყლის ობიექტი; დ) ცუდი ქიმიური სტატუსის მქონე მიწისქვეშა წყლის ობიექტი. 7. ძლიერ მოდიფიცირებული წყლის ობიექტი ან/და წყლის ხელოვნური ობიექტი ეკოლოგიური პოტენციალის მიხედვით კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ა) მაღალი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე; ბ) კარგი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე; გ) დამაკმაყოფილებელი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე; დ) ცუდი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე; ე) ძალიან ცუდი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე. 8. წყლის ობიექტების კლასიფიკაციის კრიტერიუმები განისაზღვრება „წყლის ობიექტების ეკოლოგიური სტატუსისა და ეკოლოგიური პოტენციალის კლასიფიკაციის მეთოდოლოგიით“, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 9. ყველა ტიპის ზედაპირული წყლის ობიექტისთვის განისაზღვრება ტიპური ფონური ჰიდრომორფოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური პირობები, რომლებიც შეესაბამება მაღალი ეკოლოგიური სტატუსის, ან ძლიერ მოდიფიცირებული წყლის ობიექტის ან/და წყლის ხელოვნური ობიექტის შემთხვევაში − მაღალი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე ამავე ტიპის წყლის ობიექტების შესაბამის მაჩვენებლებს, რაც წარმოადგენს წყლის ხარისხის სტანდარტის დადგენის საფუძველს. მაღალი ეკოლოგიური პოტენციალის მქონე ზედაპირული წყლის ფონური მაჩვენებლების გადახედვა წარმოებს ყოველ 6 წელიწადში. 10. ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტი არის კონკრეტული დამაბინძურებლის ან/და დამაბინძურებელთა ჯგუფის ზღვრული კონცენტრაცია წყალში ან ნალექში, რომლის გადამეტება დაუშვებელია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით. 11. ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტები განისაზღვრება „ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 27

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №5

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 27ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის მიზნობრივი მაჩვენებლები
  • 9წყლის ობიექტის იდენტიფიკაცია, საზღვრების დადგენა და გამიჯვნა
  • 7საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდი

წყლის შესახებ

  • 9წყლის ჯგუფები
  • 7საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდი
  • 24წყლის დაცვა დაცული ტერიტორიების სისტემით

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 39 (დანართი 1)მიწისქვეშა წყლების დაცვა და ნაგავსაყრელის სტრუქტურა
  • 12 (დანართი 1)ნიადაგის და წყლის დაცვა
  • 32 (დანართი 1)ნარჩენების მიღების კრიტერიუმები

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 19ძეგლის კლასიფიკაცია

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 8ცხოველთა სამყაროს ობიექტთა დაყოფა ჯგუფების მიხედვით

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 11ობიექტების კლასიფიკაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
198972439 (დ…12 (დ…32 (დ…11279726
მნიშვნელობით ახლოსწყლის რესურსების მართვ…წყლის შესახებნაგავსაყრელის მოწყობის…კულტურული მემკვიდრეობი…ცხოველთა სამყაროს შესა…სამოქალაქო უსაფრთხოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026