Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზემუხლი 39 (დანართი 1)

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 39 (დანართი 1). მიწისქვეშა წყლების დაცვა და ნაგავსაყრელის სტრუქტურა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 6 აგვ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის პროცესი უზრუნველყოფს ნაგავსაყრელის სავარაუდო ზემოქმედების ქვეშ მყოფ მიწისქვეშა წყლებთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებას. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩატარებული ჰიდროლოგიური კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ უნდა შეირჩეს მონიტორინგის, სულ მცირე, ერთი წერტილი მიწისქვეშა წყლების შედინებისა და მეორე წერტილი – მიწისქვეშა წყლების გამოდინების ადგილზე.

2.მონიტორინგის დამატებითი წერტილები შეიძლება საჭირო გახდეს ნაგავსაყრელის ტერიტორიის ბუნებიდან (მათ შორის, შესაძლო რეცეპტორების მდებარეობიდან),   ჰიდროლოგიური კვლევების შედეგებიდან და მიწისქვეშა წყლებში გამონაჟონის შემთხვევითი ჩაღვრის ადრეული გამოვლენის მიზნით.

3.საწყისი მონაცემების დასადგენად, ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს, სულ მცირე, სამ ადგილზე ამოვსების ოპერაციების შესრულებამდე.

4.გამონაჟონისა და მიწისქვეშა წყლების სინჯების აღება და ანალიზი განისაზღვრება მოსალოდნელი დაბინძურების ინდიკატორების შეფასებით, რომლებიც აუცილებელია მიწისქვეშა წყლების ხარისხის ცვლილებების ადრეული გამოვლენისთვის. აღებულ ნიმუშებში პარამეტრები უნდა გაანალიზდეს გამონაჟონის მოსალოდნელი შემადგენლობიდან და ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა წყლების ხარისხიდან.

5.მიწისქვეშა წყლების დონის მონიტორინგი ოპერირებისა და დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე ხორციელდება 6 თვეში ერთხელ. იქ, სადაც მიწისქვეშა წყლების დონე ცვალებადია, სიხშირე უნდა გაიზარდოს,   რაც განისაზღვრება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად.

6.მიწისქვეშა წყლების შემადგენლობის მონიტორინგის სიხშირე ოპერირების და დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე დამოკიდებულია ნაგავსაყრელის მახასიათებლებზე.

7.მიწისქვეშა წყლების შემადგენლობა – ემისიების ზღვრული დონის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია შედეგის გადამოწმება სინჯების აღებისა და ანალიზის დამატებითი პროცესის საშუალებით. იმ შემთხვევაში, თუ ემისიები აღემატება ზღვრულ დონეს, მიღებულ უნდა იქნეს ნაგავსაყრელის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული და კონტროლისა და მონიტორინგის გეგმაში განსაზღვრული ზომები.

8.ნაგავსაყრელის  სტრუქტურის და შემადგენლობის მონიტორინგი ოპერირების ეტაპზე ხორციელდება წელიწადში ერთხელ.

9.ნაგავსაყრელის სტრუქტურის და შემადგენლობის მონიტორინგი მოიცავს სამშენებლო გეგმისთვის საჭირო ტოპოგრაფიულ და სხვა მონაცემებს, როგორიცაა ნარჩენებით დაკავებული ზედაპირი, ნარჩენების მოცულობა და შემადგენლობა, განთავსების მეთოდები, განთავსების დრო და ხანგრძლივობა, ნაგავსაყრელზე აუთვისებელი ტევადობის გამოთვლა საპროექტო მოცულობაზე დაყრდნობით.

10.ნაგავსაყრელის ზედაპირის დაწევის მონიტორინგი ხორციელდება ოპერირებისა და დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე ყოველწლიურად. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №324 - ვებგვერდი, 07.08.2025წ. თავი V ნაგავსაყრელის დახურვა და დახურვის შემდგომი მოვლა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 38 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 40 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 6 აგვ. 2025 · №4

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 11 (დანართი 1)წყლის კონტროლი და გამონაჟონის მართვა
  • 38 (დანართი 1)ზედაპირული წყლ ებ ის, გამონაჟონისა და აირ ებ ის კონტროლი
  • 12 (დანართი 1)ნიადაგის და წყლის დაცვა

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 32წყლის რესურსების სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა
  • 28წყლის ხარისხის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ღონისძიებათა პროგრამები
  • 29წყლის რესურსების დაცვის ძირითადი მოთხოვნები

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 24ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობების შესრულების მონიტორინგი

წყლის შესახებ

  • 80წყლის სახელმწიფო მონიტორინგი (მდგომარეობაზე დაკვირების და ანალიზის სისტემა)
  • 18იმ საწარმოს, ნაგებობის და სხვა ობიექტის განლაგება, დაპროექტება, მშენებლობა და საექსპლუატაციოდ გადაცემა, რომელიც გავლენას ახდენს წყლის მდგომარეობაზე
  • 84წყლის დაცვისა და გამოყენების ნორმები

„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 21 (დანართი 1)მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის მონიტორინგი და მართვა

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 20მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების კვლევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
80188411 (დ…38 (დ…12 (დ…21 (დ…202432282939 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსნაგავსაყრელის მოწყობის…წყლის რესურსების მართვ…სამრეწველო ემისიების შ…წყლის შესახებმუნიციპალური ნარჩენები…განსაკუთრებული მნიშვნე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 6 აგვ. 2025 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026