საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 82². ზედაპირული წყლის ობიექტისთვის და ხის ნახშირის წარმოებისთვის შესაბამისი გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

3.ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

5.ხის ნახშირის წარმოებისას გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3054 – სსმ I, №26, 20.05.2010წ., მუხ.174 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4798 – ვებგვერდი, 14.03.2016წ. საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №249 – ვებგვერდი, 12.03.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №475 · ძალაშია 1 ივნ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 მარ. 2021
  2. 82² მუხლის პირველი ნაწილის გამონაკლისებს დაემატა 58² მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევები.

  3. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    პირველი ნაწილის გამონაკლისი ახლა მხოლოდ მე-3 და მე-4 ნაწილებს ეხება, ხოლო მე-5, მე-6 ნაწილები და შენიშვნა ამოღებულია.

  4. · გამოქვეყნდა 20 მაი. 2010

    82² მუხლი ექვს ნაწილში ადგენს ჯარიმებს გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დარღვევაზე, მათ შორის ზღვაში ჩამდინარე წყლების ჩაშვებასა და ხე-ტყის გადამამუშავებელ საწარმოებზე, კონფისკაციითა და განმეორებისას გამკაცრებული ჯარიმით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
222605858¹213¹⁰13⁹3640¹411321361353982²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ზოგიერთი ადმინისტრაციუ…საქართველოს სივრცის და…ნარჩენების მართვის კოდ…პროდუქტის უსაფრთხოების…წყლის რესურსების მართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა