თავდაცვის კოდექსი

მუხლი 165. ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება-მოვალეობები საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში იურიდიული პირების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ, ქვეყნის თავდაცვის ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად ამ იურიდიული პირების მოსამსახურეები მათი თანხმობის გარეშე, დროებით გადაიყვანონ ისეთ სამუშაოსა და რეჟიმზე, რომლებიც შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის.

2.კომენდანტის საათის დროს მოქალაქეებს შეიძლება აეკრძალოთ ოფიციალურად გაცემული საშვებისა და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილას ყოფნა, საცხოვრებელი ადგილიდან გარეთ გამოსვლა.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესის დამრღვევ პირს აკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო თუ პირს თან დოკუმენტები არ აქვს − მისი ვინაობის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს 72 საათისა. შეიძლება დაკავებული პირის პირადი გასინჯვა, აგრეთვე მისი ნივთების გასინჯვა.

4.ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა იწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი XVII თავდაცვის სფეროში მოხალისეობა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში იურიდიული პირების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ, ქვეყნის თავდაცვის ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად ამ იურიდიული პირების მოსამსახურეები მათი თანხმობის გარეშე, დროებით გადაიყვანონ ისეთ სამუშაოსა და რეჟიმზე, რომლებიც შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის. 2. კომენდანტის საათის დროს მოქალაქეებს შეიძლება აეკრძალოთ ოფიციალურად გაცემული საშვებისა და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილას ყოფნა, საცხოვრებელი ადგილიდან გარეთ გამოსვლა. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესის დამრღვევ პირს აკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო თუ პირს თან დოკუმენტები არ აქვს − მისი ვინაობის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს 72 საათისა. შეიძლება დაკავებული პირის პირადი გასინჯვა, აგრეთვე მისი ნივთების გასინჯვა. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა იწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი XVII თავდაცვის სფეროში მოხალისეობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10670727 (დ…24391621532595126¹165
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისაგანგებო მდგომარეობის…საქართველოს გარემოს და…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს კონსტიტუცი…მობილიზაციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა