პენიტენციური კოდექსი

მუხლი 126¹. საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ან ტერორიზმში ბრალდებული/მსჯავრდებული პირისთვის უფლების (უფლებების) შეზღუდვა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165 2 მუხლით გათვალისწინებული უფლება (უფლებები) ბრალდებულს, იმავე მუხლით განსაზღვრული საფუძვლისა და პროცედურების გარდა, შეიძლება შეეზღუდოს აგრეთვე ამ მუხლით დადგენილი წესით.

2.სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVII ან XXXVIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენაში: ა) ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირს შეიძლება შეეზღუდოს მიმოწერის უფლება, სატელეფონო საუბრის უფლება, ხანმოკლე პაემნის უფლება, ხანგრძლივი პაემნის უფლება, აგრეთვე განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება; ბ) მსჯავრდებულ პირს, ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების (უფლებების) გარდა, შეიძლება შეეზღუდოს აგრეთვე ვიდეოპაემნის უფლება, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება; გ) მსჯავრდებულ ქალს, ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლების (უფლებების) გარდა, შეიძლება შეეზღუდოს აგრეთვე საოჯახო პაემნის უფლება.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის იმავე ნაწილით განსაზღვრული უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას ამ კოდექსის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იღებს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი.

4.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს იმავე ნაწილით განსაზღვრული უფლება (უფლებები) შეიძლება შეეზღუდოს 3 თვემდე ვადით. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ აღნიშნული უფლების (უფლებების) შეზღუდვა უქმდება.

5.თუ ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის მომენტისთვის კვლავ არსებობს შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი ან თუ ეს სამართლებრივი საფუძველი აღნიშნული უფლების (უფლებების) შეზღუდვის გაუქმების შემდეგ კვლავ გამოვლინდა, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე იმდენჯერ მიიღოს ამ უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება, რამდენჯერაც იარსებებს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. ამ შემთხვევაში აღნიშნული უფლება (უფლებები) თითოეულ ჯერზე შეიძლება შეიზღუდოს 3 თვემდე ვადით.

6.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პენიტენციური დაწესებულების დირექტორს სათანადო ინფორმაცია ისეთი ფორმით უნდა მიაწოდოს, ამასთანავე, პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა სათანადო ინფორმაცია თავის შესაბამის გადაწყვეტილებაში იმ ფორმით უნდა ასახოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.

7.შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ ამ მუხლით გათვალისწინებული პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადაეცემა მისი მიღებიდან არაუგვიანეს მე-2 კალენდარული დღისა.

8.შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ ამ მუხლით გათვალისწინებული პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

9.თუ პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო და აღარ არსებობს ამ უფლების (უფლებების) შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნული უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების გასაუქმებლად მიმართავს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს. ამის შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი.

10.თუ პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის შესაბამისი უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება ამ კოდექსის შესაბამისად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი ინიციატივით მიიღო და აღარ არსებობს ამ უფლების (უფლებების) შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი აუქმებს აღნიშნული უფლების (უფლებების) შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას.

11.ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე.

12.ამ მუხლის დებულებები არ გამორიცხავს ამავე მუხლით განსაზღვრული ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული შეზღუდვების გამოყენებას.

13.პირისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ იწვევს მისთვის ბრალდებულად ყოფნის პერიოდში ამ მუხლის შესაბამისად შეზღუდული უფლების (უფლებების) შეზღუდვის გაუქმებას. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4436 – ვებგვერდი, 02.10.2024წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №703 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ. თავი XX ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივნ. 2025 – 1 ივლ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 3 აპრ. 2025 – 1 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

  3. 26 დეკ. 2023 – 3 აპრ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-7 ნაწილში გადაწყვეტილების გადაცემის ვადა „მეორე დღის“ ნაცვლად ახლა მე-2 კალენდარული დღეა.

  2. · გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025

    126¹ მუხლის მე-11 ნაწილში სატელეფონო საუბრის შეზღუდვის გამონაკლისში სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეიცვალა საქართველოს პროკურატურით.

  3. დაემატა 126¹ მუხლი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულებზე ადგენს უფლებათა შეზღუდვის ჩამონათვალს, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს (დირექტორი), 3-თვიან ვადას, გადაწყვეტილების ხელახლა მიღების შესაძლებლობას, გადაცემის ვადასა და გასაჩივრების წესს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28³165²63835211199411554126¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსიამნისტიის შესახებპერსონალურ მონაცემთა დ…სააღსრულებო წარმოებათა…სქესობრივი თავისუფლები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა