თავდაცვის კოდექსი

მუხლი 44. სამხედრო სამსახურის ვადა მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილია სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადა: ა) რიგითიდან I კლასის რიგითამდე − 1 წელი; ბ) I კლასის რიგითიდან კაპრალამდე ან კაპრალ-სპეციალისტამდე − 1 წელი; გ) (ამოღებულია - 24.06.2025, №713); დ) უმცროსი სერჟანტიდან სერჟანტამდე − 3 წელი; ე) სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე − 4 წელი; ვ) უფროსი სერჟანტიდან მასტერ-სერჟანტამდე − 4 წელი; ზ) მასტერ-სერჟანტიდან მთავარ სერჟანტამდე − 5 წელი; თ) ლეიტენანტიდან უფროს ლეიტენანტამდე − 2 წელი; ი) უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე − 3 წელი; კ) კაპიტნიდან მაიორამდე − 4 წელი; ლ) მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე − 5 წელი; მ) ვიცე-პოლკოვნიკიდან პოლკოვნიკამდე − 6 წელი.

2.ოფიცრის მორიგი უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამხედრო სამსახურის ვადა არ დგინდება.

3.აქტიურ რეზერვში მყოფი პირისთვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების ვადაა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილ მინიმალურ ვადაზე ორჯერ მეტი. ამასთანავე, აღნიშნულ პირს მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილ ვადაში ჩაეთვლება აქტიურ რეზერვში თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე პერიოდი. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1.  მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილია სამხედრო სამსახურის შემდეგი ვადა: ა) რიგითიდან I კლასის რიგითამდე − 1 წელი; ბ) I კლასის რიგითიდან კაპრალამდე ან კაპრალ-სპეციალისტამდე − 1 წელი; გ) (ამოღებულია - 24.06.2025, №713); დ) უმცროსი სერჟანტიდან სერჟანტამდე − 3 წელი; ე) სერჟანტიდან უფროს სერჟანტამდე − 4 წელი; ვ) უფროსი სერჟანტიდან მასტერ-სერჟანტამდე − 4 წელი; ზ) მასტერ-სერჟანტიდან მთავარ სერჟანტამდე − 5 წელი; თ) ლეიტენანტიდან უფროს ლეიტენანტამდე − 2 წელი; ი) უფროსი ლეიტენანტიდან კაპიტნამდე − 3 წელი; კ) კაპიტნიდან მაიორამდე − 4 წელი; ლ) მაიორიდან ვიცე-პოლკოვნიკამდე − 5 წელი; მ) ვიცე-პოლკოვნიკიდან პოლკოვნიკამდე − 6 წელი. 2. ოფიცრის მორიგი უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამხედრო სამსახურის ვადა არ დგინდება. 3. აქტიურ რეზერვში მყოფი პირისთვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების ვადაა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილ მინიმალურ ვადაზე ორჯერ მეტი. ამასთანავე, აღნიშნულ პირს მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილ ვადაში ჩაეთვლება აქტიურ რეზერვში თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე პერიოდი. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. პირველი ნაწილიდან ამოღებულია „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც კაპრალიდან უმცროს სერჟანტამდე წოდებისთვის 2 წლის სამსახურს ადგენდა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4665⁵2330¹35541784579521614544
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისახელმწიფო სპეციალური …საქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა