თავდაცვის კოდექსი

მუხლი 92. სპეციალისტთა რეზერვი

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სპეციალისტთა რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების შესასრულებლად, შესაბამისი სამოქალაქო სპეციალობის მქონე პირებისგან.

2.თავდაცვის ძალების საჭიროებისთვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხა თავდაცვის ძალების მეთაურის წარდგინებით მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.

3.სპეციალისტთა რეზერვში შეიძლება ჩაირიცხოს მაღალი კვალიფიკაციის, შესაბამისი სპეციალობის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს მისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

4.სპეციალისტთა რეზერვში შესაბამისი ფორმითა და პირობებით შეიძლება ჩაირიცხოს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე პირი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სპეციალისტთა რეზერვი იქმნება თავდაცვის ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების შესასრულებლად, შესაბამისი სამოქალაქო სპეციალობის მქონე პირებისგან. 2. თავდაცვის ძალების საჭიროებისთვის სამოქალაქო სპეციალობათა ნუსხა თავდაცვის ძალების მეთაურის წარდგინებით მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. 3. სპეციალისტთა რეზერვში შეიძლება ჩაირიცხოს მაღალი კვალიფიკაციის, შესაბამისი სპეციალობის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს მისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 4. სპეციალისტთა რეზერვში შესაბამისი ფორმითა და პირობებით შეიძლება ჩაირიცხოს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე პირი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
181315702910514 (დ…61103878892
მნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსიპროკურატურის შესახებპროფესიული საჯარო მოხე…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს სახელმწიფო…მობილიზაციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა