თავდაცვის კოდექსი

მუხლი 60. სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებები

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინება დაუყოვნებლივ გადასცეს ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრირებულ/ჩარიცხულ პირს.

2.დამსაქმებელი, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 17-დან 27 წლამდე პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) მის მიერ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე არ მიიღოს სამსახურში, არ ჩარიცხოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

3.სამინისტრო წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვის მიმდინარეობის, შედეგებისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.

4.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიმართ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში (დაბადების, სახელის ან/და გვარის შეცვლის ან გარდაცვალების თაობაზე) შეტანილი ცვლილების/შესწორების/დამატების შესახებ; ბ) სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის რეგისტრაციიდან ან რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის ვადაში აცნობოს მისი რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და რეგისტრაციის ახალი მისამართი (მისი არსებობის შემთხვევაში).

5.სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი წვევამდელი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში 2 კვირის ვადაში წარადგინოს ინფორმაცია თავისი ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი და რეგისტრაციის ადგილების), თანამდებობის შეცვლისა და განათლების შესახებ.

6.ამ თავით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მხოლოდ სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად და სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინება დაუყოვნებლივ გადასცეს ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრირებულ/ჩარიცხულ პირს. 2. დამსაქმებელი, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 17-დან 27 წლამდე პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) მის მიერ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე არ მიიღოს სამსახურში, არ ჩარიცხოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 3. სამინისტრო წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვის მიმდინარეობის, შედეგებისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიმართ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში (დაბადების, სახელის ან/და გვარის შეცვლის ან გარდაცვალების თაობაზე) შეტანილი ცვლილების/შესწორების/დამატების შესახებ; ბ) სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის რეგისტრაციიდან ან რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის ვადაში აცნობოს მისი რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და რეგისტრაციის ახალი მისამართი (მისი არსებობის შემთხვევაში). 5. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი წვევამდელი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში 2 კვირის ვადაში წარადგინოს ინფორმაცია თავისი ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი და რეგისტრაციის ადგილების), თანამდებობის შეცვლისა და განათლების შესახებ. 6. ამ თავით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მხოლოდ სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად და სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №713 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-2 ნაწილში დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება შეიზღუდა ასაკობრივად 17-დან 27 წლამდე პირებზე და დაკონკრეტდა, რომ მოითხოვება აღრიცხვაზე ყოფნის ან აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹⁰³1979423²20430¹1057179557114560
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს დაზვერვის …საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო დაცვის სპეც…შვილად აყვანისა და მინ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა