Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 108

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 108. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026
თემები:მომსახურების ვალდებულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლა გადაუვადდება: ა) პირს, რომელსაც ჰყავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრი (მეუღლე, შვილი, დედა, მამა, და, ძმა, პაპა, ბებია), რომელსაც არ ჰყავს სხვა მხარდამჭერი. თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრთან ცხოვრობს პირი, რომელიც ასევე ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ან სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლას, სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო  სამსახურში გაიწვევა ასაკით უფროსი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასაკით უმცროსი პირი ნებაყოფლობით გამოხატავს წერილობით თანხმობას სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლაზე; ბ) პირს, რომელიც სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის დღისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია საქართველოს პრეზიდენტობის, საქართველოს პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის ან  მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად, − შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე; გ) პირს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; დ) სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეს; ე) პირს, რომელიც სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე იმყოფება; ვ) მოსამართლეს; ზ) პროკურორს; თ) პირს, რომელიც მობილიზაციის გამოცხადების მომენტისთვის საზღვარგარეთ იმყოფება; ი) დიპლომატიური თანამდებობის პირს; კ) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს, პოლიტიკური თანამდებობის პირს; ლ) საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ პირს; მ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეს; ნ) მსჯავრდებულ პირს, რომელიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის; ო) დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირს, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა; პ) პირს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულის, ტერორიზმის, სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ დანაშაულის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისთვის არის ნასამართლევი; ჟ) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ პირს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გათავისუფლებულია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან, − 3 წლის ვადით; რ) ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ პირს.

2.კერძო და საჯარო დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით საქართველოს მთავრობა განკარგულებით განსაზღვრავს იმ კერძო და საჯარო დაწესებულებებს, აგრეთვე აღნიშნული დაწესებულებებისთვის ადგენს იმ პროფესიების/თანამდებობების ნუსხასა და რაოდენობას, რომლებით/რომლებზე დასაქმებულ პირებსაც გადაუვადდებათ სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლა.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დაწესებულებები უზრუნველყოფენ აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული პირების (პერსონალის წევრების) შესახებ მონაცემების სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში შეტანას იმავე ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნულ პირებს ამ მონაცემების სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემდეგ გადაუვადდებათ სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლა.

4.პირს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლა, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გადაუვადდება ასევე, თუ მას სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში წარმოეშვა ამ სამსახურიდან გათავისუფლების ან აღნიშნული სამსახურის გავლის გადავადების რომელიმე გარემოება.

5.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. აღნიშნული კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

წინა მუხლი 107შემდეგი მუხლი 109

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გაწვევის გადავადება და გათავისუფლებასერვისის გვერდი
  • სამხედრო გაწვევა და სავალდებულო სამსახურისერვისის გვერდი
  • სამხედრო სავალდებულო სამსახური და გაწვევასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-13 · №12

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 97მუხლი 98

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 93სამობილიზაციო რეზერვი
  • 105სამობილიზაციო კომისია
  • 65წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება

თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

  • 24სამობილიზაციო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადება
  • 12სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევა
  • 10სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტება

მობილიზაციის შესახებ

  • 18მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ პირთა სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 30¹სამხედრო სარეზერვო სამსახურისაგან განთავისუფლება და სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადება
  • 30სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება
  • 21მოქალაქე, რომელიც ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას

პენიტენციური კოდექსი

  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 47სამსახურში მიღებისა და მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლისათვის დადგენილი შეზღუდვები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1830¹30212412104797989310565145108
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსითავდაცვის ძალების რეზე…მობილიზაციის შესახებსამხედრო ვალდებულებისა…პენიტენციური კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026