Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებმუხლი 16

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 16. რეციპიენტთან დონორის ურთიერთობა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ცოცხალი დონორისგან ორგანოს ამოღება შეიძლება იმ რეციპიენტის სასარგებლოდ, რომელთანაც დონორს ნათესაური კავშირი ან ახლო პირადი ურთიერთობა (ემოციური კავშირი) აქვს.

2.რეციპიენტთან ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნათესაური კავშირის მქონე პირად ითვლება: ა) რეციპიენტის მეუღლე, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი; ბ) რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი (შვილი, დედა, მამა, შვილიშვილი, ბებია, პაპა, და, ძმა, დისშვილი, ძმისშვილი, დედის და, დედის ძმა, მამის და, მამის ძმა, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი); გ) რეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა (დედამთილი/სიდედრი), მამა (მამამთილი/სიმამრი), შვილიშვილი, ბებია, პაპა, და (მული/ცოლისდა), ძმა (მაზლი/ცოლისძმა), რეციპიენტის შვილის მეუღლე (რძალი/სიძე), შვილიშვილის მეუღლე (რძალი/სიძე), დის მეუღლე (სიძე), ძმის მეუღლე (რძალი), თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი.

3.რეციპიენტთან ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) მქონე პირად ითვლება პირი, რომელსაც რეციპიენტთან არანაკლებ 2 წლის განმავლობაში აქვს ახლო, პირადი და სტაბილური ემოციური კავშირი, რომელიც ცოცხალი დონაციის კომისიის მიერ არის შემოწმებული და დადასტურებული, ამასთანავე, არსებობს როგორც ამ კომისიის, ისე სასამართლოს მიერ გაცემული თანხმობა ცოცხალ დონორობაზე.

4.რეციპიენტს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული, მასთან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) მქონე პირის ორგანო შეიძლება გადაენერგოს იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ რეციპიენტთან ნათესაური კავშირის მქონე პირთა შორის დონორი ვერ მოიძებნა და რეციპიენტისთვის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, მისი მძიმე ავადმყოფობისგან განკურნებისთვის, დაავადების პროგრესირების შეჩერებისთვის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მკურნალობის სხვა, ალტერნატიული ხელმისაწვდომი მეთოდი არ არსებობს.

5.დონორისა და რეციპიენტის ამ მუხლით გათვალისწინებული, განცხადებული ურთიერთობა უნდა გადამოწმდეს შესაბამისი ოპერაციული პროტოკოლის მიხედვით, რომელიც განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

6.თუ დონორისა და რეციპიენტის ამ მუხლით გათვალისწინებული, განცხადებული ურთიერთობის დამტკიცება შეუძლებელია, ორგანოს დონაცია არ უნდა განხორციელდეს.

7.ორგანოს ჯვარედინი დონაციის პროგრამაში მონაწილეობენ ის პირები (რეციპიენტები), რომლებსაც შეუთავსებლობის გამო (იმუნოლოგიური მიზეზებიდან გამომდინარე) არ შეუძლიათ მიიღონ მათთან ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) მქონე პირთა (დონორთა) ორგანოები. ამ პროგრამის ფარგლებში, მინისტრის ბრძანებით დადგენილი ორგანოს ჯვარედინი დონაციის წესისა და პირობების მიხედვით ხორციელდება ორგანოების გაცვლა რეციპიენტებისა და მათთან ნათესაური კავშირის ან ახლო პირადი ურთიერთობის (ემოციური კავშირის) მქონე პირების (დონორების) წყვილებს შორის. აღნიშნული პროგრამის მონაწილეებზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №2

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 15

მიუთითებენ მასზე

მუხლი 15მუხლი 46

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 15ცოცხალი დონორის ორგანოს მოპოვების საფუძველი და პირობები
  • 27გარდაცვლილი პირის ორგანოს (ორგანოების) დონაციის საკითხის გადაწყვეტაში მისი ოჯახის მონაწილეობა და დონაციაზე თანხმობასთან დაკავშირებული მოთხოვნები
  • 18ცოცხალი დონორის რისკების შეფასება

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 116
  • 118

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 316³განცხადების შინაარსი
  • 316²განცხადების შეტანა

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 21მოთხოვნები ქსოვილის დონაციაზე თანხმობისადმი
  • 17ქსოვილის დონაციის უფლება
  • 13დონორისა და რეციპიენტის დაცვა

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 23დონორის შესაბამისობა
  • 24დონორისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია და დონორისგან მისაღები ინფორმაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
316³316²11611823242117131546271816
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის ორგანოთა გად…ჯანმრთელობის დაცვის შე…საქართველოს სამოქალაქო…ადამიანის ქსოვილებისა …ადამიანის სისხლისა და …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026