ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 9

რედაქცია №13კონსოლიდირებული · 13 დეკ. 2024

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გარდაცვლილის ორგანოს აღებაზე თანხმობის ან უარის განცხადების უფლება აქვთ შემდეგ ქმედუნარიან პირებს: ა) მეუღლეს; ბ) შვილს; გ) მშობელს; დ) შვილიშვილს,შვილიშვილის შვილს; ე) ძმას, დას; ვ) ძმისწულს, დისწულს; ზ) ბებიასა, პაპას; თ) ბიძას, დეიდას, მამიდას; ი) ბიძაშვილს, დეიდაშვილს, მამიდაშვილს.

2.თანაბარი უფლების მქონე რამდენიმე ნათესავის არსებობისას, თუნდაც ერთის მიერ უარის განცხადების შემთხვევაში, გარდაცვლილის ორგანოს აღება დაუშვებელია.

3.ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებს ორგანოს აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რიგით წინამავალი პირი (პირები) ცოცხალი არ არის ან მისგან გადაწყვეტილების მიღება გადანერგვისთვის დასაშვები დროის განმავლობაში შეუძლებელია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 15 მარ. 2000-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1011811⁵142316³1181161152321171623279
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის ორგანოთა გად…ჯანმრთელობის დაცვის შე…ადამიანის ორგანოთა გად…ადამიანის ქსოვილებისა …დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სამოქალაქო…